საინტერესოა რატომ უნდა მიირთვათ ყურძენი კურკებიანად?! ფაქტი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. .

2183

საინტერესოა რატომ უნდა მიირთვათ ყურძენი კურკებიანად?! ფაქტი რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. .

ფაქტია ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც კი მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად სასარგებლოა ყველა თავისი კომპონენტით!

იცოდით ისიც რომ თურმე, ყურძნის კურკები მეტად სასარგებლოა კბილებისთვისაც. მათში შემავალი მიკროელემენტები და სხვა ნივთიერებები არა მხოლოდ განამტკიცებს კბილის მყარ ქსოვილს (დენტინს), არამედ ბჟენთა კომპოზიტებსაც იცავს დაშლისაგან.

იმასაც გეტყვით, რომ ილინოისის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლითაც დაადასტურეს ყურძნის კურკების კომპონენტთა მნიშვნელობა კბილების ჯანმრთელობისათვის. აღმოჩნდა, რომ ყურძნის კურკები შეიცავს კარიესის საწინააღმდეგო მძლავრი მოქმედების ნივთიერებებს.აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყურძნის კურკებს გააჩნიათ აგრეთვე შემდეგი სასარგებლო თვისებები:

თუ თქვენ პასიური მწეველი ხართ ან ზოგადად იშვიათად ეწევით, ამ შემთხვევაში ყურძნის კურკები დაგეხმარებათ თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირებაში. ამასთანავე ის კარგად ასუფთავებს სისხლსაც.

კანი: აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ყურძნის კურკები შეიცავს კოლაგენს, რომელიც ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს და ნაოჭებისგან დაცვას. ის აქტიურად ებრძვის აკნეს, ასევე ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს და თან კანს ანიჭებს ელასტიურობას.

აუმჯობესებს მხედველობას: ყურძნის კურკები მდიდარია Е ვიტამინით, რაც აუმჯობსებს მხედველობას, ასევე ამცირებს დიაბეტის შედეგად გამოწვეული მხედველობის პრობლემებს.

კურძნის კურკები წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას: ამაგრებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემით დაავადებული პაციენტებისთვის.

არის ძლიერი ანტიოქსიდანტი: ყურძნის კურკები შეიცავს დიდი რაოდენობით ტოკოფეროლს, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ძლიერი ანტიოქსიდანტია.

ყურძნის კურკებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები: ყურძნის თესლი ასუფთავებს ნაწლავებს, ასევე მკურნალობს საშარდე გზების ინფექციებს, კოლიტს, გასტრიტს, სინუსიტს და კანის პრობლემებს, როგორიცაა დერმატიტი.

მაშ, ამ ყველაფრის ცოდნის შემდგომ როგორ გამოვიყენოთ ყურძნის კურკები ?

მთავარი რჩევაა ყურძენი მიირთვით კურკებიანად, მაგრამ თუ მაინცდამაინც არ მოგწონთ ყურძნის თესლი, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური კაფსულები, რომელიც შედგება ყურძნის დაფქული თესლისგან.

Facebook კომენტარები