მოაგვარეთ თქვენი ძილის პრობლემა ამ ხელნაკეთი სასმელის დახმარებით!

902

მოაგვარეთ თქვენი ძილის პრობლემა ამ ხელნაკეთი სასმელის დახმარებით!

ბუნებრივი ყველაზე ეფექტური საშუალება

დღევანდელ რეალობაშ ყველამ კარგად ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი. ის ხელს უწყობს ჰორმონების რეგულირებას, სტრესის შემცირებას და სიმსუქნესა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლასაც კი. ხოლო იმის ნაცვლად, რომ წახვიდეთ აფთიაქში, რათა იყიდოთ უძილობის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება საზიანოც კი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის, გირჩევთ სცადოთ ეს მარტივი, საშინაო საშუალება.

ამ ნარევის მომზადებით და ძილის წინ მიღებით, თქვენ ნამდვილად შეძლებთ უფრო მარტივად და მშვიდად დაიძინოთ.

საჭირო ინგრედიენტები:

- 200 მლ. რძე
- 1 წვეთი ვანილის ექსტრაქტი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი

მომზადება და გამოყენება:

ჩაასხით რძე პატარა ქვაბში და დადგით ცეცხლზე. დაელოდეთ სანამ გაცხელდება, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.

გაცხელებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით ჭიქაში. დაუმატეთ ვანილი და თაფლი. კარგად აურიეთ და დალიეთ ნელ ნელა ძილის წინ.

გაფრთხილება: ლაქტოზას შეუწყნარებლობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ იგივე რეცეპტის დაცვა, მაგრამ რძე შეცვალონ სოიოს, ბრინჯის ან ნუშის რძით.

ეს რეცეპტი წლებია პოპულარობას ნამდვილად არ კარგავს! რადგან გააჩნია ბევრ სააფთიაქო მედიკამენტზე მეტი სარგებელი. თან თუ გავითვალისწინებთ იმასა, რომ ის ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომია, არ შეიცავს არანაირ საზიანო ინგრედიენტს და თან უმარტივესი მოსამზადებელიცაა.

ამ ყველაფრის ფონზე მგონი დროა მისი დადებითი ეფექტი თქვენც გამოსცადოთ! მნიშვნელობა არ აქვს გაწუხებთ თუ არა ძილის პრობლემა, ეს ნაზავი ისედაც სასარგებლოა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. აღარ გადადოთ ახლავე მოამზადეთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია