როგორ მოვიშოროთ კისრის ტკივილი: ვარჯიშით და სახლის პროცედურებით ? მარტივია. .

1510

როგორ მოვიშოროთ კისრის ტკივილი: ვარჯიშით და სახლის პროცედურებით ? მარტივია. .

დღესდღეობით კისრის ტკივილი საკმაოდ ბევრისთვის ნაცნობი და ამავდროულად უსიამოვნო მდგომარეობაა. დილიდანვე კისრის ტკივილით რომ გაიღვიძებთ რაღა თქმა უნდა ყველაფრის გუნება განწყობილებაც მაშინვე გეცვლებათ არა ?. .

სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ კისრის ტკივილის თავიდან აცილების, არამედ მასთან გამკლავების შესახებ უნდა იცოდეთ.

რა იწვევს კისრის ტკივილს და რა გავაკეთოთ ამ დროს?

როგორც წესი, კისრის ტკივილს კუნთების ზედმეტი დატვირთვა იწვევს. თუმცა ზოგჯერ მიზეზი შესაძლოა იყოს ჭარბი სტრესი, დაზიანება და სახსრების სპაზმა.

ექიმები კი კისრის ტკივილს გამომწვევ შემდეგ მიზეზებს გამოყოფენ:

  • კუნთოვანი დეფორმაცია, ძილის დროს არასწორი ან მოუხერხებელი პოზა
  • მუდმივი სტრესით გამოწვეული დაძაბულობა
  • აქტიური სპორტი და დაზიანებები, დეგენერაციული დისკის კისრის ნაწილის დაავადება
  • მალთაშუა დისკის თიაქარი და ოსტეოართრიტი

სწორედ ამიტომ, თუ კისრის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, სჯობს ექიმს მიმართოთ. ჩვენ კი მარტივ პროცედურებს და ვარჯიშებს შევთავაზებთ მათ, ვისაც ეს სიმპტომები იშვიათად აწუხებს და სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებსაც არ იწვევს.

ვარჯიში კისრის ტკივილის მოსაშორებლად

როგორც წესი, ტკივილს კუნთების დაძაბულობის გამო განვიცდით, ამიტომ კუნთები უნდა მოვადუნოთ. ამ მიზნით კი გთავაზობთ 2 ვარჯიშს.

თავის დახრა

თავი უკან გადასწიეთ, ჭერს შეხედეთ და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ასეთი ვარჯიში 10-15-ჯერ შეასრულეთ და ეცადეთ ნელა, მკვეთრი მოძრაობის გარეშე გააკეთოთ. თავი უკან ძლიერად არ გადასწიოთ, არამედ ნელ-ნელა გადახარეთ.

თავის ბრუნი

მონაცვლეობით თავი საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ ამოძრავეთ. თითოეულ მხარეს 5 წრე გააკეთეთ და მოძრაობას ყურადღება მიაქციეთ. უნდა იგრძნოთ, კუნთები როგორ იჭიმება, მაგრამ მწვავე ტკივილს არ უნდა განიცდიდეთ.

პროცედურები კისრის ტკივილის გასაქრობად:

თუ ვარჯიშები ვერ დაგეხმარათ, შეგიძლიათ რამდენიმე მარტივი, მაგრამ მოქმედი პროცედურა შეასრულოთ. ასე მოდუნებას შეძლებთ, რაც კუნთებს ნაკლებად დატვირთვას ხელს შეუწყობს.

სითბოს ზემოქმედება

თუ არტერიული წნევის პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ „მშრალი სითბოს“ მეთოდი გამოიყენოთ. ამისთვის ჩვეულებრივი ტერის წინდა (სჯობს დიდი ზომის) აიღეთ, მარილით გაავსეთ და შეკარით. წინდა ბოლომდე მარილით უნდა იყოს სავსე და ბალიშს უნდა ჰგავდეს.

ახლა წინდა მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წუთით გააცხელეთ და კისერზე 15 წუთით გაიჩერეთ. ცოტა ხნით დაისვენეთ და კისრის ტკივილიც მალევე შემცირდება.

ვაშლის ძმრის კომპრესი:

მოგეხსენებათ ვაშლის ძმარს საკმაოდ ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია. ამ შემთხვევაში მას კომპრესის სახით გამოვიყენებთ. ორად გაკეცილი სალფეტკი ვაშლის ძმარში დაასველეთ. კისერზე დაიდეთ და შარფით ან პირსახოცით შეიხვიეთ, 30 წუთით ან 1 საათით გაიჩერეთ. ძალიან მალე ტკივილი გაქრება ან მნიშვნელოვნად შემცირდება.

Facebook კომენტარები