დალიეთ ყველაზე ჯანსაღი სასმელი! ის წარმატებით აღმოფხვრის ქოლესტერინს, ზედმეტ სითხესა და ცხიმს წელისა და თეძოს არეში!

803

დალიეთ ყველაზე ჯანსაღი სასმელი! ის წარმატებით აღმოფხვრის ქოლესტერინს, ზედმეტ სითხესა და ცხიმს წელისა და თეძოს არეში!

წარმოუდგენელი საშუალება დაავადებების უზარმაზარი სიისთვის!

გთავაზობთ ნამდვილად საუკეთესო სასმელს! იდეალურია მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად და ჭარბი წონის მოსაშორებლად!

ჯანჯაფილის წყალი რეკომენდირებულია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად და თეძოსა და წელის მიდამოში ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად.

ესაა მართლაც საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ ყოველდღიურად სახლის პირობებშიც!

ამ გამაგრილებელი სასმელის ყველაზე გამორჩეული სარგებელი თქვენი სხეულის გაწმენდა და ცხიმების წვაა, უმოკლეს დროში!

კომპონენტები:

– ჯანჯაფილის ფესვი (დაახლოებით 3,5-4 სმ)

– 1,5 ლ. წყალი

– ლიმონი (სურვილისამებრ).

მომზადება:

აადუღეთ წყალი და შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ჯანჯაფილის ფესვი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ნარევი გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ გასაცივებლად. შემდეგ გადაწურეთ სითხე და თქვენი სასმელიც მზად არის!ჯანჯაფილის წყლის ჯანმრთელობის სარგებელი:

ახდენს ქოლესტერინის ნორმალიზებას:

გულის დაავადებების რამდენიმე სახეობა შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი ქოლესტერინით და სიმსუქნით, მაგრამ ჯანჯაფილის წყალს შეუძლია ეფექტურად შეამციროს ქოლესტერინის დონე და თავიდან აიცილოს სასიკვდილო დაავადებათა განვითარება.

სასმელს ასევე შეუძლია შეამციროს მაღალი წნევა და გააუმჯობესოს ორგანიზმში სისხლის რაოდენობა. ესაა გამორჩეული ბუნებრივი საშუალება ჰიპერტენზიისა და ემბოლიის დროს.

ანთების საწინააღმდეგო აგენტი:

ჯანჯაფილის წყალს შეუძლია გაათავისუფლოს ანთება, შეშუპება რევმატიზმისა და ოსტეოართრიტის დროს. ჯანჯაფილი ფანტასტიკური ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია შეამციროს შეშუპება სხეულის ნებისმიერ ნაწილში.

ეფექტური ანტიოქსიდანტი:

ჯანჯაფილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მათ შეუძლიათ ებრძოლონ თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში. თავისუფალი რადიკალები იწვევენ სპეციფიკურ უჯრედულ დაზიანებას, რამაც ხშირად შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები.

ანტიკანცეროგენული საშუალება:

ჯანჯაფილის წყალი შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ეს გამოწვეულია იმით, რომ მას აქვს ეფექტური ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

Facebook კომენტარები