აი, რა მოხდება, თუ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე მიირთმევთ ორ ბანანს მუქი ლაქებით
ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია!
ისევე როგორც სხვები, ალბათ თქვენც ბანანს მიირთმევთ მაშინ სანამ ის დამწიფდება
ჩვეულებრივ, ყიდულობთ ბანანის ერთი კვირის მარაგს - როცა ისჯერ კიდევ მომწვანო შეფერილობისაა. შემდეგ, როდესაც ის თანდათან მომწიფდება, გაყვითლდება, მაგრამ ჯერ კიდევ არ იქნება დაფარულან მუქი ლაქებით - თუმცა მას თქვენ უკვე მიირთმევთ.
კვირის ბოლოს ბანანზე თანდათან ჩნდება ყავისფერი ლაქები, რომლებიც საბოლოოდ მთელ ბანანზე ვრცელდება. ამდროს ჩვეულებრივ როგორც ადამიანთა უმეტესობა იქცევა, ალბატ ტქვენც გადაყრით მას, რადგან ფიქრობთ, რომ ის გაფუჭდა და უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
მოდი, გულახდილნი ვიყოთ, სხვა ხილს გადაყრით? რომლებიც ზედმეტად დამწიფებულია და აღარ არის ისეთივე ახალი და გემრიელი?
ეს კიდევ ერთხელ დასაფიქრებელია!
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ყავისფერი ლაქების მზარდი რაოდენობა ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ბანანი მომწიფდა, არამედ ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას. ეს თვისება თანდაყოლილია უჯრედგარე ცილაში - TNF, რომელიც გაშიფრულია შემდეგნაირად: „სიმსივნური ნეკროზის ფაქტორი“. აღმოჩნდა, რომ ის გვხვდება ბანანში. ესაა ნივთიერება, რომელიც დაავადებებს აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და ხელს უშლის მათ გავრცელებას ორგანიზმში.
ბანანში ნაპოვნი ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობასთან ერთად, ისინი ინარჩუნებენ სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურ დონეს და ამით აძლიერებენ ჩვენს იმუნურ სისტემას. ამიტომაც ამ ბანანის ჭამა სჯობს ნაგავში გადაყრას.
წარმოუდგენლად მკვებავი ხილი:
მწიფე ბანანის უნარი გააძლიეროს იმუნური სისტემა არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ხილი კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. მართალია, ბანანი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად აღიარებული ხილია, როცა საქმე კვებას ეხება. მაგრამ სანამ ახალი აღმოჩენები კეთდება სხვა (ხშირად ეგზოტიკური) ხილის შესახებ, ჩვენ არ დავივიწყოთ, რომ ბანანი რეალურად დატვირთულია ვიტამინებით, ნუტრიენტებით, დიეტური ბოჭკოებით და უმი შაქრით.
კიდევ უფრო მეტი მიზეზი არსებობს, რის გამოც ბანანი კარგია თქვენი ორგანიზმისთვის:
1. აქვეითებს არტერიულ წნევას
მიზეზი იმისა, რომ ბანანი ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის ინსულტის ან გულის შეტევისგან, არის ის, რომ შეიცავს ნაკლებ ნატრიუმს და დიდი რაოდენობით კალიუმს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხილი კარგია გულისთვის.
2.გულძმარვა
ბანანი შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივ ანტაციდებად - ეს არის მჟავა შემკვრელები. ბანანი დაგეხმარებათ გულძმარვის დროს არასასიამოვნო სიმპტომების შემცირებაში.
3. რკინის მდიდარი წყაროა
ანემიის მკურნალობა შესაძლებელია რკინით მდიდარი საკვებით, რკინა კი ბანანშია. ის ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის გამომუშავებას, რითაც უფრო ჯანმრთელი სისხლი მიედინება თქვენს სხეულში.
4. უზრუნველყოფენ ენერგიას
თუ გეგმავთ სპორტდარბაზში ან მსგავს დაწესებულებაში წასვლას, ვარჯიშამდე ერთი ან ორი ბანანის ჭამა ძალიან დაგეხმარებათ. ბანანი მოგაწოდებთ დამატებით ენერგიას, რომელიც ერთი-ორი საათის შემდეგაც არ დაგტოვებთ. შედეგად კი, საკმარისი დრო გექნებათ ვარჯიშის დასასრულებლად.
5. კარგია კუჭისთვის
ადამიანებს, რომლებსაც კუჭის წყლულები აწუხებთ, ხშირად ურჩევენ არ მიირთვან ბევრი საკვები. მიზეზი ასეთია: მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება მკვებავ ხილს, მათ შეუძლიათ ტკივილის პროვოცირება და წყლულის დაზიანება. თუმცა, ბანანის უპრობლემოდ ჭამა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც წყლული აწუხებთ, რადგან პირიქით, ბანანის მასა იცავს კუჭის კედლებს მჟავებისგან და სხვა გაღიზიანებისგან.