მარტივი გზა სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე კბილის ქვის მოსაშორებლად. .!

8989
მარტივი გზა სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე კბილის ქვის მოსაშორებლად. .!

თუ კბილებზე ნალექი უკვე ჩამოყალიბდა, მაშინ გთავაზობთ 10 მარტივ გზას, რათა ადვილად მოიცილოთ ის სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე.

ქვების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია რეგულარულად ჩატარდეს მისი წარმოქმნის პროფილაქტიკა ბუნებრივი გზებით.

არასათანადო გაწმენდამ შეიძლება გამოიწვიოს ნადების წარმოქმნა, შემდეგ კი გამაგრებული ნადების წარმოქმნა იწყება, რომელთაც ქვებს უწოდებენ. კბილის ქვამ თავის მხრივ კი შეიძლება გამოიწვიოს კბილების გაფუჭება და ღრძილების დაავადება. ამიტომ, ის დროულად უნდა მოიშოროთ პირის ღრუს სხვა სერიოზული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საშინაო საშუალებას კბილის ქვის მოსაშორებლად და მისი შემდგომი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

ეს საშინაო საშუალება დაგეხმარებათ ამოიღოთ კბილის ქვისგან დამატებითი საფასურის გარეშე.

ამისთვის კი დაგჭირდებათ:

– საცხობი სოდა
– მარილი, წყალი
– წყალბადის ზეჟანგი, ანტისეპტიკური პირის სავლები
– ჭიქა, კბილის ძაფი, კბილის ჯაგრისი

წყალბადის ზეჟანგი ძალიან ხშირად გამოიყენება სტომატოლოგიაში კბილების გასათეთრებლად ნადების მოსაშორებლად და გინგივიტისა და პერიოდონტიტის სამკურნალოდ. ხოლო კბილების გახეხვა საცხობი სოდით ძალიან ეფექტურია ნადების მოსაშორებლად.

პირველ რიგში, ჭიქაში ერთი სუფრის კოვზი სოდა უნდა შეურიოთ ½ ჩაის კოვზ მარილს. დაასველეთ კბილის ჯაგრისი თბილი წყლით და ჩადეთ ნარევში. წაისვით ნარევი კბილებზე და გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ კბილები თბილი წყლით.

შემდეგ შეურიეთ სავსე 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი 2 სუფრის კოვზ თბილ წყალს და ასევე გამოივლეთ პირი ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გამოივლეთ ცივი წყალი.

ამ ყველაფრის შემდგო კი უკვე გამოიყენეთ კბილის ძაფი, რომ კბილებიდან უკეთესად მოიცილოთ ქვები (ამყარებული ნადები) .

ფრთხილად იყავით ღრძილებთან!, ძაფის არასწორმა გამოყენებმად შეიძლება გააღიზიანოს და დააზიანოს ისინი.

ყველა პროცედურის ჩატარების ბოლოს კვლავ გამოივლეთ პირის ღრუ ანტისეპტიკური პირის ღრუს სავლებით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ მეორე დღეს. შედეგი მალევე თვალსაჩინო იქნება!

Facebook კომენტარები