დალიეთ კომბოსტოს წვენი და დაიცავით თავი მსხვილი ნაწლავის დაავადებებისგან. . აი როგორ!
დაამატეთ თქვენს საკვებ რაციონს !
ჯანსაღ საკვებსა და ბუნებრივ საშუალებებს შორის საკმაოდ ძლიერი კავშირია. პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, მკურნალობა ყოველთვის არ არის ძვირი ან მიუწვდომელი. სინამდვილეში, ძალიან ხშირად წამალი იაფი, მარტივი და ძალიან ხელმისაწვდომიც კია, უბრალოდ საჭიროა ამის შესახებ საჭირო ცოდნა გაგვაჩნდეს.
თუმცა, სამწუხაროდ ხშირად ისეც ხდება, რომ მკურნალობა მართლაც მიუწვდომელია და ამის ერთადერთი მიზეზი ფარმაცევტული ინდუსტრიის უზარმაზარი მოგებაა. ეს სტატია ყურადღებას ამახვილებს ჯანსაღი და ნოყიერი საკვების მნიშვნელობაზე და მის უნარზე, აღადგინოს ნებისმიერი მდგომარეობა. საუბარი კი გვაქვს კომბოსტოს წვენზე, რომელიც მდიდარია C ვიტამინით და გამოიყენებოდა ჩვენი წინაპრების მიერ მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
მას აქვს ძლიერი კვების პროფილი! იგი შედგება ფოლიუმის მჟავისგან, დიეტური ბოჭკოებისგან, ანტიოქსიდანტებისაგან, B6 და K ვიტამინებისა და მინერალებისგან. ის მოქმედებს როგორც ანტისეპტიკური საშუალება, ხოლო სულფორაფანის და გლუკოზინოლატების, ნაერთების გამო, რომლებიც ხელს უწყობენ სისტემის დეტოქსიკაციას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს.
კომბოსტო ნაჩვენებია ართრიტის, ანთების, ანემიის, კუჭის წყლულის, ქრონიკული ხველის, აგრეთვე ღვიძლის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების და ფილტვის დაავადებების სამკურნალოდ.
გარდა ამისა, კომბოსტო აძლიერებს მეტაბოლიზმს, აფერხებს შაქრის ცხიმად გარდაქმნას, ხსნის ყაბზობას და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის დაკლებას. .
კომბოსტოს წვენის რეცეპტი
დაგჭირდებათ:
- ერთი საშუალო ზომის კომბოსტო
- ცოტა ვაშლის ძმარი
- თბილი წყალი
- დანა, წვენსაწური
მომზადება:
კომბოსტო დაასველეთ თბილი წყლისა და ვაშლის ძმრის ხსნარში. შემდეგ დავჭრათ ორ ნაწილად.
კომბოსტოს ნახევარი მოათავსეთ წვენსაწურში და გამოწურეთ მისგან წვენი. მეორე ნახევარი გადადგით, რადგან მოგვიანებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.
გამოყენება:
მიუხედავად იმისა, რომ არ არის შეზღუდული კომბოსტოს წვენის რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა მოიხმაროთ, უმჯობესია დღეში ერთი კომბოსტოს თავისგან მიღებული რაოდენობის წვენის დალევა. შეგიძლიათ კომბოსტო გაყოთ ნახევრად და დალიოთ პირველი ნახევარი დილით, მეორე კი საღამოს.
შენიშვნა: კომბოსტოს წვენის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა და გაზები.