როგორ მოვიშოროთ ზურგისა და კისრის ტკივილი ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებელი წამლების გარეშე!

1909

როგორ მოვიშოროთ ზურგისა და კისრის ტკივილი ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებელი წამლების გარეშე!

აქაა რამდენიმე ძალიან სასარგებლო რჩევა:

მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში განიცდის ზურგის ტკივილს, რომელიც თავის მხრივ ქრონიკული დაავადებაა და სერიოზულად მოქმედებს ჩვენს სრულასოვან ცხოვრებაზე.

ამ ტკივილს ჩვეულებრივ მკურნალობენ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებლებით, მაგრამ მათი უმეტესობა იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს და საფრთხეს უქმნის კიდეც ჩვენს ჯანმრთელობას.

ზურგის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, როგორიცაა სპორტული დაზიანებები, უბედური შემთხვევები და კუნთების დაძაბვა. თუმცა, მიზეზის მიუხედავად, სიმპტომები ყოველთვის ერთი და იგივეა.ასევე ზურგის ტკივილმა შეიძლება შეგაწუხოთ ასაკისდა მიუხედავად, მაგრამ მაინც ის ყველაზე ხშირად გვხვდება ხანდაზმულებში და 30-40 წლის ადამიანებში. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც არ არიან მიჩვეული ფიზიკურ აქტიურობას, სწორედ ისინი ყველაზე ხშირად განიცდიან ზურგის ტკივილს.

ჭარბმა წონამ და არასწორმა კვებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი!

ზურგის ტკივილი ასევე ხშირია უმოძრაო ცხოვრების წესის მქონე ადამიანებში. თუმცა ამ ტკივილის მოხსნა შესაძლებელია წამლების გამოყენების გარეშეც, სრულიად ბუნებრივი გზით. სწორედ აქაა რამდენიმე ძალიან სასარგებლო რჩევა:

– ყოველდღიური ვარჯიშები, D ვიტამინი, ცხელი და ცივი კომპრესები, მოწევისთვის თავი დაანებება, მასაჟის თერაპია, ასევე მოერიდეთ ისეთ დატვირთულ აქტივობებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი

აქვე კისრის ტკივილი კიდევ ერთი მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც ასევე შეიძლება შემსუბუქდეს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ გზას ამ ტკივილის შესამსუბუქებლად:

– ყოველთვის დაიძინეთ სწორ პოზაში.
– მიიღეთ თბილი შხაპი კუნთების დასამშვიდებლად
– ზოგადად გამოიყენეთ ცივი კომპრესები
– ხოლო ტკივილის დროს სცადეთ გამოიყენოთ თბილი ბალიში ( ან თბილი ხელსახოცი შემოიხვიეთ მტკივნეულ ადგილას)

Facebook კომენტარები