ძლიერი ხელნაკეთი პირის ღრუს სავლები საშუალება, რომელიც აშორებს ნადებს სულ რაღაც 2 წუთში

1326

ძლიერი ხელნაკეთი პირის ღრუს სავლები საშუალება, რომელიც აშორებს ნადებს სულ რაღაც 2 წუთში

პირის ღრუს ეფექტური წმენდა

დაფა არის ბაქტერიების წებოვანი, უფერო ფენა, რომელიც იქმნება კბილებზე. ისაა კარიესის და ღრძილების დაავადების მთავარი მიზეზი და თუ მას ყოველდღიურად არ მოვიშორებთ შეიძლება გამკვრივდეს და გადაიზრდოს ე.წ “კბილის ქვებად”

პირის ღრუს სავლები საშუალება პირის ღრუს ჰიგიენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ის ინარჩუნებს პირის ღრუს სისუფთავეს და დაგვეხმარება ამ შემთხვევაშიც. .

წარმოგიდგენთ ხელნაკეთი პირის ღრუს სავლების რეცეპტს, რომელიც საკმაოდ ეფექტურიცაა და იაფიც

ნატრიუმის ბიკარბონატს აქვს ძლიერი მათეთრებელი და ლაქების მოსაშორებელი თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ კბილების გასაწმენდად. გარდა ამისა, მას აქვს ანტიბაქტერიული უნარი, რომელიც აღმოფხვრის კბილის ქვას და მიკრობებს, რომლებიც გამომწვევია კარიესის და უსიამოვნო სუნის.

აი, როგორ მოვამზადოთ ეს პირის ღრუს სავლები საშუალება:

ნაერთი:

– 1 სუფრის კოვზი საცხობი სოდა
– ½ ჩაის კოვზი მარილი, ½ ჭიქა წყალბადის ზეჟანგი
– 1 ჭიქა ცივი წყალი, ½ ჭიქა თბილი წყალი
– კბილის ჯაგრისი, კბილის ჩხირები

მომზადება:

მარილი და სოდა ერთმანთში კარგად უნდა აურიოთ და შემდეგ კბილის ჯაგრისი თბილ წყალში დაასველოთ. მოათავსეთ ჯაგრისი ნარევში და შემდგომ ამ ხსნარით გაიხეხეთ კბილები. შემდეგ გადმოღვარეთ. გაიმეორეთ ეს ორი წუთის განმავლობაში.

შემდეგ წყალბადის ზეჟანგი შეურიეთ თბილ წყალს და გამოიყენეთ ეს ხსნარი პირის ღრუს სავლებად ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ კვლავ უკან გადმოღვარეთ. და ბოლოს, გამოიყენეთ კბილის ჩხირებო კბილებს შორის ე.წ ქვების მოსაშორებლად. ბოლოს გამოივლეთ პირი ცივი წყლით.

დამატებითი რჩევები: გახსოვდეთ, რომ არასოდეს გადაყლაპოთ პირის ღრუს სავლები, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს მავნე ინგრედიენტებს.

დარწმუნდით, რომ გაიხეხავთ კბილებს დღეში სამჯერ მაინც ხარისხიანი კბილის პასტით.

დამატებითი ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ ცხარე საკვები ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლებს, ნერწყვი კი ბუნებრივად ახდენს პირის დეზინფექციას.

და თქვენ რომელ სავლებ საშუალებას იყენებთ?

Facebook კომენტარები