პანკრეატიტის დროს სახლში პირველივე დახმარება! ხალხური, თუმცა ნამდვილად ეფექტური მეთოდები. .

727

პანკრეატიტის დროს სახლში პირველივე დახმარება! ხალხური, თუმცა ნამდვილად ეფექტური მეთოდები. .

ესაა ხალხური, მაგრამ ნამდვილად ეფექტური მეთოდი!

პანკრეასის მკურნალობა შეგიძლიათ ხალხური საშუალებების გამოყენებითაც, მაგალითად, ამ შემთვევისთვის საკმაოდ კარგადაა ცნობილი კამა და მისი თესლი. ერთ ჩაის კოვზ დაჭრილ ნედლეულს (კამას ან მის თესლს) დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ. მირებული ნარევი დალიეთ ოთხ დოზად.

  • აბზინდას ბალახს იყენებენ საინფუზიო ან ალკოჰოლური ნაყენის სახით. რამდენიმე ღერ მწვანილს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, მიიყვანენ ადუღებამდე, ადუღებენ 3-4 წუთის განმავლობაში, შემდგომ აჩერებენ 45 წუთის განმავლობაში, ბოლოს ფილტრავენ. ნაყენი მიიღეთ 1-2 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებებით დაავადებული პაციენტებისთვის აბზინდის პრეპარატების დანიშვნისას ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა მცირდება ან მთლიანად ქრება, უმჯობესდება მადაც, ნორმალიზდება განავალი.

  • შვრიის ჟელე: შვრია დაასველეთ და დადგით თბილ ადგილას. მეორე დღეს, როცა შვრიის მარცვლები გაღივდება, გარეცხეთ, გააშრეთ და გაატარეთ ყავის საფქვავში. მიღებული შვრიის ფაფა გახსენით ცივ წყალში, შემდეგ კი დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ 1-2 წუთი. ამის შემდეგ ჟელე გადმოდგით ცეცხლიდან და 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. შვრიის ჟელე ყოველთვის ახალი უნდა მიირთვათ, ამიტომ ის გამოყენებამდე უნდა მომზადდეს და არა წინასწარ.
  • აიღეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი და 1-2 სტაფილო. გულდასმით გაწმინდეთ. კარტოფილიდან საჭიროა მხოლოდ შიგთავსი თავად კანი არ არის საჭირო. შემდეგ წვენსაწურში გაწურეთ, უნდა მიიღოთ 200 გრამი წვენი. წვენს სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 7 დღეა, შემდეგ - ერთი კვირა შესვენება. აუცილებელია მკურნალობის 3 კურსის ჩატარება.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს ტრადიციული მედიცინა ასევე გვირჩევს ვარდკაჭაჭას დალევას (ყავის მსგავსად მისი მოხარშვა), ნახევარი სითხე განაზავეთ რძით და ისე მიირთვით.

პანკრეატიტის დროს რეკომენდებულია ზღვის მცენარეების რეგულარული მოხმარებაც, ოღონდ ცხელი სანელებლების გარეშე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია