როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი გოზინაყი? საუკეთესო რეცეპტი თქვენთვის!

1255

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი გოზინაყი? საუკეთესო რეცეპტი თქვენთვის!

ახალი წლის მოსვლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და ჩვენც აქტიურად დავიწყეთ მზადება. ახალი წელი  წარმოუდგენელია გოზინაყის გარეშე,  მისი მომზადება კი არც თუ ისე მარტივია.არსებობს ერთი პატარა საიდუმლო რომელიც თქვენს გოზინაყს  უჩვეულო გემოს შესძენს. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ  თქვენი სტუმრების აღფრთოვანებას დაიმსახურებს. 

ამისთვის დაგვჭირდება:

ნიგოზი- 500 გრამი

თაფლი-250 გრამი

შაქრის პუდრა-3-4 სუფრის კოვზი

მომზადება:

ნიგოზის (სასურველია საღი და თეთრი) ლებნები დავჭრათ, ტაფაზე მოვათავსოთ და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ მიიღოს ოქროსფერი შეფერილობა. გავაცივოთ, დავყაროთ სინზე და ხელით მოვაშოროთ ზედმეტი კანი, თან სული შევუბეროთ.

ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და გაზქურაზე შევდგათ. დუღილის დროს თაფლი აქაფდება და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება  და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი თაფლი ამოვიღოთ და თეფშზე დავაწვეთოთ.ვაცადოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შორის ცომივით აგორდა, ჩვყაროთ წინასწარ დაჭრილი ნიგოზი.გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. 10 წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთი-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კარგად ავურიოთ და ტაფა გაზქურიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ჩვენთვის სასურველ ნაჭრებად.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია