ეს ხილი დაგეხმარებათ დიაბეტის, ქოლესტერინის და მაღალი წნევის კონტროლში. .

1509

ეს ხილი დაგეხმარებათ დიაბეტის, ქოლესტერინის და მაღალი წნევის კონტროლში. .

ამ ხილს ბევრი რამ შეუძლია!

ამ ხილს ბევრი რამ შეუძლია!

ამ გასაოცარი ხილის სახელი კარამბოლაა, რომელიც მალაიზიაში ხარობს, თუმცა ჩვენამდეც მოაღწია. მოყვითალო შეფერილობისაა, ხოლო მომწიფებისას თან ტკბილი და თან მჟავე გემო აქვს.

ნაყოფი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. შეიცავს ვიტამინებს C და B, ფოლიუმის მჟავას, რიბოფლავინს, ნიაცინს, ლუტეინს და ასევე მინერალებს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიას და რკინას.

რა არის ამ ხილის ჯანმრთელობის სარგებელი?

ამცირებს ქოლესტერინის დონეს:

კარამბოლა მდიდარია ბოჭკოებით, რაც აუცილებელია თქვენი გულის სიჯანსაღისთვის. ბოჭკოები ასევე ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და არტერიების გაწმენდას. ის ასევე ზრდის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს და ამცირებს საზიანო ქოლესტერინის რაოდენობას.

არეგულირებს არტერიულ წნევას და ჰიპერტენზიას:

ხილში დაბალია მარილის და ნატრიუმის შემადგენლობა, რომლებიც ხშირად მაღალი წნევის მთავარი მიზეზია. ის ასევე შეიცავს კალიუმის მაღალ დონეს, რომელსაც შეუძლია არტერიული წნევის რეგულირება.

ხელს უწყობს საჭმლის მონელებას: ყველამ, ვისაც საჭმლის მომნელებელი პრობლემები აწუხებს, კარამბოლა უნდა მიირთვას. ეს მაღალი ბოჭკოვანი ხილი ხდის მას შესანიშნავ საფაღარათო საშუალებად. თან ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ნაწლავების სიჯანსაღეს.

მხედველობა: ნაყოფი შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ძალიან სასარგებლოა როგორც თვალებისთვის, ასევე საერთო ჯანმრთელობისთვისაც.

დაგეხმარებათ დიაბეტის დროს:

ნაყოფს აქვს ძალიან დაბალი შაქრის შემცველობა. ასევე როგორც უკვე აღინიშნა მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უშლის გლუკოზის სწრაფ შეწოვას ნაწლავებიდან სისხლში შაქრის დონის რეგულირებით.

აძლიერებს იმუნურ სისტემას: იმისდა გამო, რომ ეს ხილი მდიდარია C ვიტამინით, ის აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. თან შეუძლია დაგიცავთ გაციებისა და გრიპისგან.

ებრძვის ინფექციებს: კარამბოლას აქვს ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებები, რაც დაგეხმარებათ ინფექციებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით სალმონელით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.

გაფრთხილება!

კარამბოლა ესაა ხილი, რომელიც მდიდარია ოქსილის მჟავით და კარბოქსინით. ამიტომაც სარგებელთან ერთდ ის შეიძლება საზიანო იყოს თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში მას შეუძლია გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ამიტომაც ფრთხილად იყავით და გამოიყენეთ ის ზომიერად.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები