უსაფრთხო და უმტკივნეულო საშუალება მეჭეჭებისგან თავის დასაღწევად!

2001

უსაფრთხო და უმტკივნეულო საშუალება მეჭეჭებისგან თავის დასაღწევად!

იცოდით, რომ მეჭეჭები შეიძლება თქვენს ორგანიზმში ტოქსიკურობის ნიშანი იყოს? აი, როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ ნაწიბურების დატოვების გარეშე:

მეჭეჭები კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც, განსაზღვრებით, სინამდვილეში შემაერთებელი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ისინი ჰგავს პატარა რბილ კვანძებს და შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით რამდენიმე მილიმეტრიდან სანტიმეტრამდე.

როგორც წესი, მათ აქვთ იგივე ფერი, როგორც კანს, მაგრამ ასევე შეიძლება მეტად ღია პიგმენტურიც. ეს ცვლილებები არ არის ავთვისებიანი, მაგრამ დროთა განმავლობაში იზრდება და უფრო შესამჩნევი ხდება, ამიტომ შემდგომ ის უკვე ესთეტიკურ პრობლემად იქცევა.

ყველაზე ხშირად ჩნდებიან შუახნის ადამიანებში და განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც კანი ნელ ნელა კარგავს ელასტიურობას, ჩვეულებრივ კისერზე, მკლავების ქვეშ, საზარდულის არეში, ფეხებზე, მუცელზე, ქუთუთოებს შორის, მაგრამ ასევე შეიძლება გამოჩნდეს სახის სხვადასხვა ნაკვთზე.

მათი გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დადგენილი, მაგრამ ზოგადი აზრით, ისინი მემკვიდრეობითია.

კარგი ამბავი კი ისაა , რომ თქვენ სეგიძ₾იათ მოიშოროთ ისინი სისხლდენის ან ნაწიბურების გარეშე მხოლოდ ერთი ინგრედიენტით: საუბარი გვაქვს _ ვაშლის მჟავაზე.

ვაშლის მჟავა ის ბუნებრივი ნაერთია, რომელიც გვხვდება ვაშლსა და ვაშლის ძმარში. ნაჩვენებია, რომ მას შეუძლია შეამციროს კუნთების ტკივილი და იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც აწუხებთ ფიბრომიალგია და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

ვაშლის მჟავა ჩვეულებრივი დანამატია კანის მოვლის საშუალებებში. ის ქიმიური შემადგენლობის გამო ღრმად აღწევს კანში.

აღნიშნული მეთოდი საკმაოდ ბევრ ადამიანს დაეხმარა. და აი როგორ:

კარგად დააიბანეთ მეჭეჭის მიდამოები საპნით და წყლით. უმჯობესია, მეჭეჭის ადგილზე 15 წუთის განმავლობაში წაისვათ წყლით დასველებული ბამბის საფენი.
შემდეგ კარგად გააშრეთ.

შემდეგ დაასველეთ ბამბის ნაჭერი ვაშლის ძმარში და მსუბუქად გაწურეთ, რომ ზედმეტი ძმარი მოაცილოთ

ბოლოს კი წაისვით იგი პირდაპირ მეჭეჭზე და დაამაგრეთ ბინტით ან წებოვანი ლენტით. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიშორეთ და ჩამოიბანეთ წყლით.

გაიმეორეთ დღეში სამჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა. მეჭეჭი ჯერ გაშავდება, წარმოქმნის ქერქს და საბოლოოდ მოძვრება.

მეჭეჭის ზომიდან ან კანში ღრმად მოხვედრიდან გამომდინარე, მას შეუძლია გამოიწვიოს კანის მცირე დაზიანება (მცირე ნაწიბური), ამიტომ კანზე უნდა წაისვათ მარიგოლდის ზეთი ან ალოე ვერას გელი.

აქამდე თუ გიცდიათ მსგავსი მეთოდი?

Facebook კომენტარები