ბუნებრივი სანელებელი წონის სწრაფი კლებისთვის: დაიკელით წონაში მაშინაც კი, როცა ამისთვის ზედმეტ ძალისხმევასაც არ ხარჯავთ !
დღესვე მოიშორეთ ჭარბი წონა!
გიფიქრიათ ოდესმე კალორიების დაწვაზე მაშინაც კი, როცა ზიხართ და წიგნს კითხულობთ? გთავაზობთ თაფლისა და დარიჩინის რეცეპტს, რომელიც იდეალურია ზარმაცი ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ წონაში დაკლება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
ორი ინგრედიენტი, თაფლი და დარიჩინი, ცნობილია მათი სამკურნალო თვისებებით. მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ დაგეხმაროთ წონის დაკლებაში თქვენი მეტაბოლური მაჩვენებლის გაზრდით. ჩვენი რეცეპტი მარტივი მოსამზადებელია და მუშაობს მაშინაც კი, როცა უბრალოდ ისვენებთ.
ინგრედიენტები:
- თაფლი - 2 სუფრის კოვზი
- დარიჩინი - 1 ს.კ
- წყალი - 1 ჭიქა
როგორ მოვამზადოთ?
აადუღეთ წყალი და დაამატეთ დარიჩინი. შემდგომ ცოტა ხანი დაელოდეთ და წყალი რომ შეცივდება, მერე დაამატეთ თაფლი.
დალიეთ ძილის წინ და დილით, გაღვიძებისთანავე. ხოლო შეინახეთ მაცივარში.
როგორ გვეხმარება დარიჩინი წონის დაკლებაში?
1. აკონტროლებს ინსულინს:
სანელებელს აქვს განუმეორებელი თვისება - ის ასახავს ინსულინის ფუნქციებს. სისხლში შაქრის მომატებულმა დონემ შეიძლება გაზარდოს სხეულის ცხიმი, რაც ართულებს წონის დაკლებას. მაგრამ დარიჩინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას და ხელს უშლის ჭარბი ცხიმის შემდგომ დაგროვებას.
2. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას:
სანელებელი ცვლის ნახშირწყლების მეტაბოლიზმს. თქვენი სხეული შეძლებს უზრუნველყოს შენახული ნახშირწყლების სათანადო გამოყენება, რაც თავიდან აიცილებს მათ ზედმეტ ცხიმად გადაქცევას. როდესაც დარიჩინს მოიხმართ, ის გაზრდის და დააჩქარებს მეტაბოლიზმსაც.
3. ამცირებს LDL ქოლესტერინის დონეს:
მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ დარიჩინი სასარგებლო სანელებელია LDL ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ის დადებითად მოქმედებს თქვენი გულის ჯანმრთელობაზე.
4. წვავს მუცლის ცხიმს:
დარიჩინი უფრო მეტად მოქმედებს მუცლის ცხიმზე, ვიდრე სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილზე. ადამიანების უმეტესობა წლებს ატარებს ვარჯიშში და მიმართავს სხვადასხვა სახის დიეტებს, ეს ყველაფერი კი დიდი წარმატების გარეშე. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, დარიჩინი და თაფლი დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის ეფექტურ დაწვაში.
კვლევებმა აჩვენა, რომ მუცლის ცხიმი საზიანოა თქვენი ორგანოებისთვის. ბარძაყის ირგვლივ არსებული ცხიმისგან განსხვავებით, ეს ცხიმი აკრავს თქვენს სასიცოცხლო ორგანოებს. ასე რომ დაიმახსოვრეთ ეს რეცეპტი და მოიშორეთ ზედმეტი წონა!