როგორ დავამარცხოთ მუცლის შებერილობა რამდენიმე წუთში, თან აბების მიღების გარეშე

2567

როგორ დავამარცხოთ მუცლის შებერილობა რამდენიმე წუთში, თან აბების მიღების გარეშე

მუცლის შებერილობა – ესაა ის პრობლემა, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტთან და უსიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც აბსოლუტურად ყველა ადამიანი დავმდგარვართ ამ ნაკლებად სასიამოვნო მოვლენის წინაშე.

საინტერესოა რა იწვევს პრობლემას და როგორ ვებრძოლოთ მას? სწორედ დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ ძალიან ეფექტური ნატურალური საშუალების შესახებ, რომელიც მუცლის შებერილობას სულ რამდენიმე საათში გაუმკლავდება, თანაც მისთვის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები არ არის დამახასიათებელი.

თუმცა, გარდა მუცლის შებერილობის დამარცხებისა, ჩვენს მიერ შემოთავაზებული საშუალება გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.

ხოლო სანამ უშუალოდ რეცეპტზე გადავალთ, სასურველია გავერკვიოთ მუცლის შებერილობის გამომწვევ მიზეზებში.

ყველაზე აქტუალური კითხვა, თუ რა იწვევს მუცლის შებერილობას? 

  • მჟავური რეფლუქსი;
  • ყაბზობა;
  • ლაქტოზის აუტანლობა;
  • ცელიაკია (გლუტენის აუტანლობა);
  • კუჭის გაღიზიანება.

მაგრამ ჩამოთვლილი მიზეზებისა, სავსებით შესაძლებელია, პრობლემას საფუძვლად ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესები იყოს. ესენია:

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • კრონის დაავადება;
  • პრემენსტრუაციული სინდრომი;
  • ნაწლავის ჩხირები.

ახლა კი გავეცნოთ ინფორმაცია თუ როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას სწრაფად, სააფთიაქო პრეპარატების მიღების გარეშე?

თუ მოულოდნელად თქვენც ჩემსავით მუცლის შებერილობამ შეგაწუხათ სხვადასხვა აბების მიღების ნაცვლად, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, გირჩევთ, უპირატესობა ნატურალურ და ჩვენი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საშუალებებს მიანიჭოთ. ამიტომაც გაგაცნობთ მართლაც შეუდარებელ პროდუქტს!

ჩიას თესლი – მუცლის შებერილობის პირველი მტერია! 

აღნიშნულ პროდუქტს წლებია იყენებენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ! ანტიოქსიდანტების, უჯრედისის, კალციუმის, ცილებისა და რთული ნახშირწყლების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ჩიას თესლი გვიწყობს ხელს არაერთი პრობლემისგან გათავისუფლებაში.

სასარგებლო ქოლესტერინის დონის მატება, წონის შემცირება, თავისუფალი რადიკალების განადგურება, სისხლში შაქრის დონის დარეგულირება, მადის შემცირება, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაჯანსაღება – მცირე ჩამონათვალი იმ უპირატესობებისა, რომელთაც ჩიას თესლი მოგცემთ.

2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი შეიცავს: 

  • 137 კალორიას;
  • 11 გრამ უჯრედისს, 4 გრამ ცილას;
  • 5 გრამ ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს;
  • დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას, კალიუმსა და B ჯგუფის ვიტამინებს.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: 

  • ერთი ჩაის ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია: 

თავდაპირველად ჩაალბეთ მოცემული რაოდენობით ჩიას თესლი ერთ ჩაის ჭიქა წყალში და დატოვეთ მინიმუმ ერთი საათით.

დაყოვნებული მასა მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად გადაურიეთ. შედეგად უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

მოამზადეთ და მიირთვით ეს საშუალება ყოველთვის, როდესაც მუცლის შებერილობა შეგაწუხებთ, რათა პრობლემისგან სწრაფადვე გათავისუფლდეთ.

მოცემული საშუალება მართლაც რომ ძალიან ეფექტურია, რაც მართლაც რომ დროითა და გამოცდილებითაა დადასტურებული. ხოლო თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებსაც.

Facebook კომენტარები