კისრის ტკივილი სახლის პირობებშივე განკურნებადი მდგომარეობაა! მხოლოდ გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი და მარილი 

1253

კისრის ტკივილი სახლის პირობებშივე განკურნებადი მდგომარეობაა! მხოლოდ გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი და მარილი 

კისრის არეში მუდმივი ტკივილი, კისრის ოსტეოქონდროზის სახელწოდებითაა ცნობილი. ესაა ის მდგომარეობა, რომელიც სულ უფრო და უფრო გახშირებულია, განსაკუთრებით კი თანამედროვე ახალგაზრდებში. ეს უკანასკნელი კი ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილისა და მუდმივად კომპიუტერის წინ ჯდომის შედეგია.

რაღა თქმა უნდა პრობლემის დროულად მკურნალობის შემთხვევაში, მისი მოგვარება სახლის პირობებშივეა შესაძლებელი. პროცესი არც თუ ისე მარტივი იქნება, თუმცა მთავარია შედეგი.

სწორედ ამ მიზნით კი დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ერთ ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად რეცეპტს, რომლისგანა მომზადებული საშუალებით რეგულარულად კისრის მსუბუქი მასაჟი უნდა გაიკეთოთ. ხოლო ძალიან მალე სამუდამოდ დაივიწყებთ ტკივილსა და დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნებას.

გაგაცნობთ სამკურნალო ნარევს ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ

მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • 10 ს.კ. ზღვის მარილი
  • 20 ს.კ. ზეთი (ზეითუნის ან მზესუმზირის)

მომზადება საკმაოდ მარტივია, თან საერთოდაც არ მოითხოვს დიდ დროს და ძალისხმევას: 

მინის ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური, შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში.

შემდგომ  უკვე ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ეს ნარევი 5 დღე-ღამის განმავლობაში ბნელ ადგილას.

გამოყენების წესი კი შემდეგნაირია:

ყოველ დილას ამ საშუალების გამოყენებით უნდა გაიკეთოთ სხეულის იმ მიდამოს ენერგიული მასაჟი, რომელიც გაწუხებთ. პირველ დღეს ნარევში კარგად დასველებული ხელებით იკეთეთ მასაჟი დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. ხოლო ყოველ შემდეგ დღეს მასაჟის ხანგრძლივობა უნდა გაზარდოთ კიდევ 2-3 წუთით და საერთო ჯამში უნდა მიაღწიოთ 20 წუთს.

გაფრთხილებთ, პროცედურის ჩატარებისას შესაძლოა კანი მსუბუქად გაგიღიზიანდეთ. თუმცა მასაჟის დასრულებისთანავე მიდამო შეიმშრალეთ და დაიმუშავეთ საბავშვო პუდრით.

ამ საშუალების გამოყენების დაახლოებით 10 დღიანი კურსი საკმარისი იქნება, რათა გაუმჯობესდეს კისრის კუნთების მდგომარეობა და სისხლის მიწოდება სხეულის ამ მიდამოსთვის. საქმე იმაშია, რომ მოცემული საშუალება ააქტიურებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილების რეგენერაციის პროცესსაც, განაპირობებს სისხლის ჭარბი რაოდენობით მიწოდებას ხერხემლის კისრის განყოფილებისთვის, რაც ხელს გვიწყობს პრობლემის გადაჭრაში.

დაგვერწმუნეთ ამ მეთოდის ეფექტურობა არა ერთს საკუთრ თავზე აქვს გამოცდილი, მათ შორის მეც. რჩევა იქნება თუ კისრის არეში ტკვილები და უსიამოვნო შეგრძნებები გაწუხებთ, აუცილებლად დაამზადეთ და გამოიყენეთ ეს საშუალება– სასურელი შედეგი ძალიან მალე დადგება!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია