მიზეზების ჩამონათვალი თუ რატომ უნდა შეაგროვოთ კვერცხის ნაჭუჭი და როგორ გამოიყენოთ ის სამკურნალო მიზნებისთვის!

479

მიზეზების ჩამონათვალი თუ რატომ უნდა შეაგროვოთ კვერცხის ნაჭუჭი და როგორ გამოიყენოთ ის სამკურნალო მიზნებისთვის!

თავდაპირველად გეტყვით, რომ კვერცხის ნაჭუჭი 90% მაღალხარისხიანი კალციუმისგან შედგება. მასში ასევე საკმაოდ მაღალია კალიუმის, რკინის, მაგნიუმისა და ფოსფორის შენაერთების შემცველობაც. ხოლო კალციუმს, რომელსაც კვეცხის ნაჭუჭისგან ვიღებთ, გაცილებით მარტივად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი, ვიდრე სხვადასხვა სპეციალურ სამედიცინო და სააფთიაქო პრეპარატებს.

ამ ინფორმაციის შესახებ ცნობებს კი საკმაოდ დიდი ხანია ფლობდნენ ჩვენი წინაპრებიც კი, სწორედ ამიტომაც ეს საშუალება ( კვერცხის ნაჭუჭი) სხვადასხვა ხალხური რეცეპტის მთავარი ინგრედიენტი იყო ხოლმე, ეს კი რაღა თქმა უნდა მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარეობს .

სწორედ დღევანდელ სტატიაშიც გვსურს ამ საოცარი პროდუქტის შესახებ უფრო მეტი ცნობები მოგაწოდოთ! მეტასაც გეტყვით, თუ კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს ხშირად გამოიყენებთ, ამით თავიდან აიცილებთ ყველა იმ დაავადებას რომელსაც კალციუმის დეფიციტი უძღვის წინ!

ახლა კი უფრო კონკრეტულად გაეცანით რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა მივიღოთ კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი რეგულარულად: 

_ ის დაარეგულირებს სისხლის წნევას; შეამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს; თავიდან აგარიდებთ ოსტეოპოროზის განვითარებას; დაამარცხებს გულძმარვას;

_ გამოდევნის ორგნაიზმიდან რადიონუკლიდებს; ამცირებს ალერგიულ რეაქციებს; არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში;

_ ამავდროულად აუმჯობესებს ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას; კურნავს შინაგანი ორგანოების ქრონიკულ დაავადებებს;

და ბოლოს იცოდით, რომ ის არაჩვეულებრივია ბავშვებში რაქიტისა და ანემიის პროფილაქტიკისთვის.

ახლა კი საინტერესოა თუ როგორ მოვამზადოთ ფხვნილი კვერცხის ნაჭუჭისგან:

კვერცის შეფერილობას ამ შემთხვევაშ მნიშვნელობა არ აქვს. ყურადღება არ მიაქციოთ ის თეთრი იქნება თუ ყავისფერი,სამკურნალო მიზნებისთვის სოფლის ნებისმიერი კვერცხის გამოყენებაა შესაძლებელი

თავდაპირველად ფრთხილად გატეხეთ ნაჭუჭი, გადაღვარეთ შიგთავსი და კარგად გარეცხეთ. შემდგომ ნაჭუჭი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით. მოხარშულ ნაჭუჭს მოაშორეთ თხელი აპკისებრი მასა, რომელიც მას შიგნიდან აკრავს და დაფქვით ყავის საფქვავის გამოყენებით ან უბრალოდ ხელით, როგორც თავად მოგიხერხდებათ. მზა ფხვნილი აუცილებლად უნდა შეინახოთ მშრალ ადგილას ისეთ ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.

გამოყენება:

1 წელს ზემოთ ბავშვებში რეკომენდებულია ყოველდღიურად ერთი მწიკვი კვერცხის ნაჭუჭის მიღება. ასე შესაძლებელია კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკა და ბავშვის ჯანსაღი ზრდის პროცესის სტიმულირება.

ხოლო უკვე 7 წელს ზემოთ ბავშვებში ულუფა ნახევარ ჩაის კოვზამდე იზრდება. 14 წლიდან ზემოთ კვერცხის ნაჭუჭი ყოველდღიურად 1 ან 2 ჩაის კოვზის ოდენობით უნდა მივიღოთ. ის შეგიძლიათ გაურიოთ ნებისმიერ საკვებს რომელსაც თქვენ მიირთმევთ. მას არანაირი გემო არ აქვს, შესაბამისად არანიარ დისკომფორტს არ მიიღებთ მისი ჭამით, სამაგიეროდ კი ორგანიზმი აივსება სასარგებლო მინერალებით.

Facebook კომენტარები