გსმენიათ კვერცხისგან დამზადებული მალამოს შესახებ? სახსრების სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა

1578

გსმენიათ კვერცხისგან დამზადებული მალამოს შესახებ? სახსრების სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა

დღეს გაგიზიარებთ კვერ­ცხი­სა და ძმ­რის მჟა­ვის­გან მალამოს მომზადების რეცეპტს, რომელიც სოკოსა და სახსრების ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. მისი მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებშიც ძალიან მარტივად.

ამ მალამოს დასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

- 1 ცალი კვერცხი
- 70 %–იანი ძმრის მჟავა
- ვაზელინი ან კარაქი

მომზადების წესი საკმაოდ მარტივია:

200–250 გრამიან ქილაში მოათავსეთ კარგად გარეცხილი მთლიანი კვერცხი (ნაჭუჭით) და დაასხით იმდენი ძმრის მჟავა, რომ კვერცხი მთლიანად დაფაროს. დაახურეთ თავსახური და დადგით 3–4 დღის მანძილზე ბნელ და გრილ ადგილზე. კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება, გაქრება და დარჩება მხოლოდ თეთრი აპკი.ამის შემდგომ ამოიღეთ კვერცხი სითხიდან (სითხე გადაასხით) და გააცალეთ აპკი. ცილაც და გულიც გაჭყლიტეთ და გაატარეთ საცერში, რათა მიიღოთ ფაფისებური მასა. მიღებულ მასას გაურიეთ 1–2 ჩ.კ. ვაზელინი (ან კარაქი), რომ მიიღოთ მალამოს კონსისტენცია. ბოლოს კი მალამო შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

გა­მო­ყე­ნე­ბის წესიც საკმაოდ მარტივია და არ მოითხოვს დიდ ენერგიას:

როდესაც სახსრების ტკივილი შეგაწუხებთ მალამოს თხელი ფენა უბრალოდ შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში დღეში 2–3 ჯერ.

ხოლო ასევე ამ მალამოს გამოყენება შეგიძლიათ ფეხისა და ფრჩხილის სოკოს შემთხვევაშიც. მალამო უბრალოდ დაზიანებულ ადგილებზე წაისვით, ყოველდღე დილას და საღამოს.

რადგან მალამო შეიცავს ძმრის მჟავას და აქვს მძაფრი სუნი, გამოიყენეთ ფრთხილად. შესაძლოა გამოიწვიოს თვალების წვის შეგრძნება. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს კანის გამოშრობა, მაგრამ ეს საშიში არ არის. უბრალოდ შემდეგ დაიმუშავეთ მიდამო ნებისმიერი დამატენიანებელი კრემით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია