ქაცვის ზეთი ნაოჭების წინააღმდეგ! იაფი საშუალება გარანტირებული შედეგით!

2036

ქაცვის ზეთი ნაოჭების წინააღმდეგ! იაფი საშუალება გარანტირებული შედეგით!

თავისი მდიდარი შემადგენლობით ქაცვი აკაჟებს ორგანიზმს, სისხლძარღვებს ამაგრებს, ახორცებს ჭრილობებს, აქვს რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული, ტკივლგამაყუჩებელი მოქმედება. გარდა ამისა ის შეიცავს არაჩვეულებრივ პოლივიტამინურ კომპლექსს.

ქაცვის ზეთს შეუძლია შეამციროს გულის დაავადებები, მათ შორის სისხლის, არტერიული წნევის და სისხლში ქოლესტერინის დონე.

ქაცვის ზეთი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას.

ქაცვის ზეთი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ქაცვის ზეთი სრულყოფილად განაახლებს სახის კანს, ებრძვის ლაქებს და პიგმენტაციას. კვებავს და ატენიანებს კანს, ანათებს მის ფერს და ასევე იცავს სახეს აქერცვლისგან. ის ასევე ებრძვის აკნეს.

ქაცვის ზეთისგან შემდგარი ნიღბები მშრალი კანისთვის:

1)დაგჭირდებათ 1 ჩ/კ თაფლი, 4-5 წვეთი ქაცვის ზეთი წვეთები. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ.

2) 1კვერცხის გული და 5 წვეთი ქაცვის ზეთი გადაურიეთ, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.

ქაცვის ზეთის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ს/კ კოსმეტიკური თეთრი თიხა 2 ს/კ ბირკავას ზეთი (репейного масла) 1 ს/კ ქაცვის ზეთი. მზა მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

ნიღაბი შავი ლაქების წინააღმდეგ:

1) 1 ჩ/კ კალენდულას ნაყენი. 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი. ნიღაბი წაისვით სახის პრობლემურ ადგილებში და გაიჩერეთ 15 წუთი.

ნიღაბი გაფართოებული ფორების შესამცირებლად:

1 კვერცხის ცილა, 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, 1 ჩ/კ სტაფილოს წვენი. ნიღაბი წაისვით პრობლემურ ადგილებში 15წუთი და ჩამოიბანეთ.

ასევე უნიკალურია ქაცვის ზეთის ნიღაბი თმისთვის. გაგაცნობთ რეცეფტებს. ზეთი უნდა გაცხელდეს წყლის აბაზანაზე თავის კანზე წასმამდე. თბილი ზეთი მოგცემთ ორმაგ ეფექტს. ნიღბის ეფექტი იზრდება თუ დაუმატებთ ქაცვის ზეთს ზეითუნისა ან ბირკავას ზეთებს.

ქაცვის ზეთის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის: აიღეთ რამოდენიმე კოვზი მდოგვის ფხვნილი, დაუმატეთ ქაცვის ზეთი, მასა უნდა იყოს ფაფის კონსისტენციის. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

ნიღაბი მშრალი თმისთვის ქაცვის ზეთისგან: 2 სუფრის კოვზი ზეითუნის და ქაცვის ზეთი აურიეთ კვერცხს, წაისვით თავზე და თმა ნახევარი საათით შეიხვიეთ.

Facebook კომენტარები