"არ მეგულება ადამიანი ვისაც წნევის პრობლემა ერთხელ მაინც არ ჰქონია, მას კი ეს საშუალება ეფექტურად შველის . . "
დღესდღეობით უამრავი წნევის წამალია ხელმისაწვდომი აფთიაქებში, მაგრამ ბევრ მათგანს სამკურნალო ეფექტთან ერთად უკუეფექტებიც აქვს, ამიტომ როცა პირველად წნევის მატება შევამჩნიე, ქიმიური წამლების ნაცვლად მცენარეულ რეცეპტებს დავუწყე ძებნა და არც შევმცდარვარ — არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე:
1 თავ გაფცქვნილ ხახვს დაასხით 100 გ მდუღარე წყალი, დატოვეთ მთელი ღამე და ნაყენი დილით, უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. თურმე ხახვი მხოლოდ არტერიულ წნევას კი არ სწევს დაბლა, არამედ სისხლძარღვების მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას — უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება. თავიდან მეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე უმარილო საკვებს. ახლა მარილს აღარაფერს ვაყრი და არც მარილიან საჭმელებს (კონსერვს, მწნილს, შაშხს) გეახლებით. ვგრძნობ, როგორ დამიცხრა შეშუპებული ფეხები და სახე, სხეული შემიმსუბუქდა. მერწმუნეთ, თუ მარილზე უარს იტყვით, შვებას თქვენც იგრძნობთ.ექიმის კომენტარი: ხახვი შროშანისებრთა ოჯახის ორწლიანი მცენარეა. იგი მდიდარია ვიტამინებით (C, B, B,, E, PP, ფოლიუმის მჟავით) და მიკროელემენტებით. თავიანი ხახვისაგან მიღებულ პრეპარატებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების, კოლიტების, ნაწლავთა ატონიების, ჰიპერტონიული და გინეკოლოგიური დაავადებების დროს, ასევე მადის მოსამატებლად. სისხლნაკლებობისა და გამოფიტვის დროს სასარგებლოა მწვანე ხახვის მიღება მცენარეულ ზეთთან ერთად. ხახვს აქვს ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას, რის გამოც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება შეკრულობის მიმდინარე პათოლოგიების სამკურნალოდ. ახალი ხახვი ააქტიურებს სპერმის გამოყოფასაც. დადგენილია ხახვის პრეპარატების წნევის დამწევი ეფექტი ჰიპერტონიული დაავადების საწყის ეტაპზეც.
ამიტომ ყველას გირჩევთ ამ საოცარი პროდუქტის გამოყენებას და თქვენს საკვებ რაციონში მის დამატებას.
წყარო: კარაბადინი