"წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ."
დიდი ხანია მაწუხებს წნევა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, როგორციქნა შევძელი მათთვის თავის დანებება. წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე. მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
ჭარხლის წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი და მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში. პერიოდულად, ჭარხლის წვენი შეგიძლიათ შეცვალოთ სტაფილოს წვენით, რომელიც უნდა სვათ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში. ... ზაფხულობით კი აუცილებლად ჭამეთ ბევრი მოცხარი და მარწყვი — კენკრა წნევას აქვეითებს.
საკმაოდ ეფექტიანია ასეთი საშუალებაც: ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 5 თავი ხახვი , 20 კბილი ნიორი და 5 ცალი კანგაცლილი ლიმონი. ნარევს დაასხით 2 ლ ცივი ანადუღარი წყალი და დააყარეთ 1 კგ შაქარი. დადგით გრილ ადგილას 10 დღე, დროდადრო შეანჯღრიეთ. მიიღეთ ნაყენი 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე (ნაყენი შეინახეთ მაცივარში).ამ საშუალებებმა ჩემზე მართლაც, რომ ეფექტური გავლენა მოახდინა. ამიტომაც ახლა თქვენც გირჩევთ რომ უმარტივესი მეთოდების გამოყენებით თქვენც გათავისუფლდეთ ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემისგან
ექიმის კომენტარი: ჰიპერტონიული დაავადების საწყის ეტაპზე მართლაც შესაძლებელია ჰიპოტენზიური ქიმიური პრეპარატების შეცვლა მსგავსი ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალებებით. ხალხურ რეცეპტებში ხშირად მოიხსენიება ჭარხალი, როგორც წნევის დამწევი საშუალება. ასეთივე ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. რაც შეეხება ხახვისა ნივრის და ლიმონის ნარევს, აღნიშნული კომპონენტები დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს. ნიორი ათეროსკლეროზის ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზში.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
წყარო: კარაბადინი