“გიზიარებთ დიდი ბებიის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მომზადებული ნაყენი აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებსა და ნერვებზე, არეგულირებს ნაწლავების მუშაობასაც”

472

“გიზიარებთ დიდი ბებიის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მომზადებული ნაყენი აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებსა და ნერვებზე, არეგულირებს ნაწლავების მუშაობასაც”

ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ადამიანმა ყველაზე უკეთ იცის საკუთარი ორგანიზმის ენა და თვითონვე შეუძლია მისი დახმარება. მთავარია, ყური მივუგდოთ ჩვენს სხეულს. საუკეთესო დამხმარენი კი მცენარეული წამლებია.

შარშან ზამთარში ფილტვების ანთება გადავიტანე, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ იმუნიტეტი საგრძნობლად დამიქვეითდა და ახალ-ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. მივხვდი, საჭირო იყო ორგანიზმი გამეძლიერებინა. მოვიძიე რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებული ნაყენი აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებსა და ნერვებზე, არეგულირებს ნაწლავების მუშაობას, ხსნის სპაზმებს და ანთებით პროცესებსაც აცხრობს.200-300 გ ნედლი სალბის ფოთლებს (გამხმარი ფოთლების გამოყენებაც შეიძლება) დაასხით 1 ლ თეთრი ღვინო. შემდგომ უკვე ეს თავდახურული ჭურჭელი დადგით ბნელ, გრილ ადგილას ორი კვირა, თუმცა დროდადრო შეანჯღრიეთ. ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 2-3 ს/კ ჭამის შემდეგ 3-ჯერ დღეში. ნაყენის მიღების შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობ. თითქოს ძალა მომემატა. ვისაც ადვილად გხვდებათ გრიპი აუცილებლად გირჩევთ, მიიღოთ ეს წამალი.

ექიმის კომენტარი: სალბის ფოთლები შეიცავს ფლავონოიდებს, P და PP ვიტამინებს, ალკალოიდებს, ორგანულ მჟავებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. .

მცენარის ნაყენს აქვს ანტიმიკრობული და ანტიანთებითი თვისებები — ანადგურებს გრამუარყოფით და შედარებით ნაკლებად გრამდადებით ბაქტერიებს. სალბის პრეპარატები ხსნის სპაზმებს, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ აქტიურობას და აქვეითებს ოფლის გამოყოფას. სალბის ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების დროს ინჰალაციისთვის და სავლებად, აგრეთვე კანის ანთებითი და ჩირქოვანი პათოლოგიების, წყლულების, ჭრილობების, მსუბუქი დამწვრობებისა და მოყინვის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში სალბის ნაყენს უნიშნავენ ნაწლავების და კუჭის ქრონიკული წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების, სპაზმების დროს. ამ მცენარის პრეპარატების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს. ასევე სალბი შედის კლიმაქსის და ცისტიტების სამკურნალო მცენარეული ნაკრებების შემადგენლობაშიც.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები