მჭირდა ფილტვების ტუბერკულოზი,ხოლო როდესაც მედიკამენტებმა ვერ მიშველა დინდგელით მკურნალობა გადავწყვიტე! ჩათვალეთ ახალად დავიბადე

920

მჭირდა ფილტვების ტუბერკულოზი,ხოლო როდესაც მედიკამენტებმა ვერ მიშველა დინდგელით მკურნალობა გადავწყვიტე! ჩათვალეთ ახალად დავიბადე

მჭირდა ფილტვების ტუბერკულოზი. ქიმიური წამლებით ვიმკურნალე, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, თითქოს ავადმყოფობას ვერ ვერეოდი. ნაცნობმა მირჩია, დინდგელით მემკურნალა. მოვამზადე ეს წამალი და 5 თვის განმავლობაში ვსვი. ახლა კარგად ვარ. ყველაფერი მიმიწესრიგდა თავიდან დავიბადე.

მინდა, ეს რეცეპტი სხვებმაც იცოდნენ, რადგან ბოლო დროს ტუბერკულოზი ძალიან გახშირდა. 100 გ გახეხილ დინდგელს დაასხით 500 მლ 96-გრადუსიანი სპირტი. ჭურჭელი შეაბჯღრიეთ 30 წუთი. შემდეგ 5 დღე დადგით ბნელ ადგილას, გაწურეთ დოლბანდში. მიღებული ხსნარი დიდხანს ინახება. სპირტხსნარი მიიღეთ ჭამამდე ერთი საათით ადრე, სამჯერ დღეში 20-30 წვეთი (უნდა გახსნათ ნახევარ ჭიქა წყალში ან რძეში).

ექიმის კომენტარი: პროპოლისი ანუ დინდგელი ფუტკრის მიერ გამომუშავებული ფისისებრი ნივთიერებაა, რომელსაც სასიამოვნო სურნელი, მომწარო წებოვანი კონსისტენცია აქვს. მისი ქიმიური შემადგენლობა არასაკმარისა- ძირითადი კომპონენტებია მცენარეული ფისები (50-55%), ეთერზეთები და ცვილი. დინდგელით ფუტკრები სკის შიგნითა ზედაპირს ამოფენენ ხოლმე. დინდგელს ზაფხულობით, თაფლის ამოღების შემდეგ აგროვებენ. ამ დროს ის რბილია.

თითოეული სკიდან 100-150 გრამამდე პროპოლისი გროვდება. პროპოლისი დიდი ხანია გამოიყენება სამკურნალოდ ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში. ხალხური მედიცინა მას ფართოდ იყენებს ჭრილობებისა და კოჟრების მკურნალობისას. დინდგელის გამოყენება მის ანტიბაქტერიულ თვისებებს ეფუძნება. მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პროპოლისის წყლიან ექსტრაქტს ბაქტერიციდული მოქმედება აქვს ასამდე მიკროორგანიზმზე, მათ შორის, ტუბერკულოზის, სიფილისის, ლეპტოსპიროზის, დიფტერიის გამომწვევებზე, სოკოებსა და სხვა.

ამ მოქმედების სიძლიერე დამოკიდებულია პროპოლისის კონცენტრაციაზე.  ექსტრაქტის დასამზადებლად 100 გ დინდგელი უნდა გახეხოთ ან დაჭრათ წვრილად. დაასხათ 100 მლ გამოხდილი წყალი. მოათავსოთ წყლის ორთქლზე რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის შემდეგ გაფილტროთ ნალექის მოსაშორებლად. მზა ექსტრაქტი მუქი ყვითელი ფერის სითხეა.  პროპოლისი სპობს მიკროორგანიზმთა მიერ გამოყოფილ ტოქსინებს (შხამებს). ცდებით დადგინდა, რომ მისი წყლიანი ექსტრაქტის ხანგრძლივად (4-7 თვე) მიღებისას საგრძნობლად უმჯობესდება ტუბერკულოზით დაავადებულთა მდგომარეობა. მკურნალობის დაწყებიდან მე-10-15 დღეს უკვე აღინიშნება პათოლოგიის დადებითი დინამიკა.

- ამრიგად, დინდგელი მეტად ღირებული სამკურნალო პრეპარატია — მას აქვს ბაქტერიციდული, ანტიტოქსიკური, ანტიანთებითი, ინფექციებთან ბრძოლის უნარის გამაძლიერებელი მოქმედება. გარეგანი მოხმარებისას დინდგელის პრეპარატებს აქვს ანესთეზიური ეფექტიც (აყუჩებს ტკივილს). სპირტიან ნაყენს წარმატებით იყენებენ ვირუსული ინფექციების, გრიპის ეპიდემიების დროს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია