თუ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ და ამის გამო დიარეის პრობლემა ხშირად გაქვთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ქონდრის და კამის ნაყენი!
თუ არადიეტური საკვების მიღებისას გეშლებათ კუჭი, როგორც ჩანს, თქვენ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ — გაქვთ ქოლეცისტიტი. ამისთვის კი ძალიან კარგია ქონდარი და კამა.
ჩვეულებრივი ქონდარი მოხარშეთ, დაშაქრეთ და სვით დღეში 3-4-ჯერ 50 გრამი, 10 დღე. ბევრიც არ სვათ თრე საშიშროება რომ სმენა დაგიქვეითდეთ
ერთი სუფრის კოვზი თესლიანი კამა წამოადუღეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ღვინის ჭიქით, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. იგი შველის შებერილობას და არჩენს ქოლეცისტიტს.
ორივე გამოცდილია და კარგი შედეგი აქვს. ჯერ ქონდარი სინჯეთ. თუმცა შეგიძლიათ ორივე ერთადაც მიიღოთ.
ექიმის კომენტარი: ცნობილია, რომ ქონდარში არის თიმოლის შემცველი ეთეროვანი ზეთი და მთრიმლავი ნივთიერებები. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ, როგორც ამოსახველებელ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებას — ეფექტიანია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ტრაქეიტების, პნევმონიების დროს. გარდა ამისა, ქონდარს აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება. სწორედ ამ უკანასკნელთან უნდა იყოს დაკავშირებული მისი ეფექტი ქოლეცისტიტის მკურნალობისას.
კამა აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეციას, აქვს ნაღველმდენი, სპაზმოლიზური, შარდმდენი მოქმედება, არეგულირებს ნაწლავთა მოტორიკას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი. გარდა ამისა, კამის ნაყენი დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. აქვს კორონარების (გულის მკვებავი სისხლძარღვების) და პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტი. აუმჯობესებს მადას. ინიშნება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის, სპაზმების, მეტეორიზმის (გაზების), სპაზმური კოლიტების დროს. კამა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გარდა იმისა, რომ მისი ნაყენი ამოსახველებელი საშუალებაა, აუმჯობესებს ლაქტაციას (რძის გამოყოფას) მეძუძურ დედებში.
წყარო: კარაბადინი