ვინც სათვალეს უკვე ხმარობს, განსაკუთრებული ყურადღება მართებს თვალებისადმი! ახლავე გაეცანით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს. .

993

ვინც სათვალეს უკვე ხმარობს, განსაკუთრებული ყურადღება მართებს თვალებისადმი! ახლავე გაეცანით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს. .

ვინც სათვალეს უკვე ხმარობს, განსაკუთრებული ყურადღება მართებს თვალებისადმი. როგორც კი სათვალე გავიკეთე, მხედველობა თანდათან გამიუარესდა და მალ-მალე მიწევდა სათვალის ცვლა. ახლომხედველი ვარ და გადავწყვიტე, არ შევგუებოდი მდგომარეობას, ამიტომ ახლა სათვალეს მხოლოდ აუცილებლობის დროს ვხმარობ, სათვალის ნომრის მომატებაც აღარ დამჭირვებია.

ბევრი ძებნის შემდგომ ასეთი რეცეპტი მასწავლეს: გამუდმებით ვავარჯიშებ თვალს და ბოლო რამდენიმე წელია, უკეთესობას ვგრძნობ. კატარაქტის პროფილაქტიკისთვის კი, რომელიც ახლა ასე გახშირებულია, ასეთი რეცეპტი მირჩიეს:

2ჩ/კ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 5 წუთი, გაწურეთ. შეგრიებულ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონი დაიფინეთ თვალებზე 15-20 წუთით.

ეს პროცედურა ჩაიტარეთ ერთი თვის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს, ძილის წინ, რათა თვალის დაძაბულობა მოიხსნას. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და გაიმეორეთ. თვალის ვარჯიშებს კი ყოველდღიურად ვიტარებ. შედეგი კი მართლაც თვალსაჩინოა შესამჩნევად უკეთესი მაქვს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: კამის თესლი შეიცავს 5% ეთერზეთს, 20% ცხიმოვან მჟავას, აზოტოვან და უაზოტო ნივთიერებებს, შაქრებს, უჯრედისს, კაროტინს, ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორისა და რკინის მარი- ლებს. კამას იყენებენ ნედლს ან ხმელს. კამის ფოთლები გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის ფონზე განვითარებული გულის რიტმის დარღვევის დროს.

მის ეთერზეთს აქვს სპაზმების მომხსნელი, საძილე და შარდმდენი ეფექტი. კამაში შემავალი ფლავონოიდები აქვეითებს სისხლძარღვთა კედლის განვლადობას, კალიუმი ავლენს ანტიარითმიულ ეფექტს, ხოლო ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) აუმჯობესებს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებს. სწორედ ამ აქტიური ნივთიერებების აღნიშნული თვისებები მოგვცემს დადებით ეფექტს თვალის საფენებად კამის ნაყენის გამოყენების შემთხვევაშიც.

თვალის ირგვლივი კუნთების მოდუნება და თვალის ქსოვილების მეტაბოლური ცვლის გააქტიურება უდავოდ გააუმჯობესებს მის ფუნქციას. ხალხურ მედიცინაში კამის ნაყენს აქტიურად იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს როგორც სპაზმოლიზურ, საფაღარათო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. კამას იყენებენ აგრეთვე კოსმეტოლოგიაში კანის ჩირქოვანი დაავადებების დროსაც.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია