როგორ უნდა უმკურნალოთ პროთრომბინის მომატებას? მოემზადეთ ეს წამლები

2375

როგორ უნდა უმკურნალოთ პროთრომბინის მომატებას? მოემზადეთ ეს წამლები

 

პროთრომბინის დონის მომატებისას რეკომენდებულია წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსის ჩატარება თეთრი ტირიფისა და ქაფურას ქერქით:

აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 2 სადილის კოვზი. მკურნალობის თოეული კურსი 10 დღეს მოიცავს.

სისხლის გათხევადებისათვის რეკომენდებულია:

დიდი ოდენობის სითხე (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეული (მაგალითად,კიტრი);

წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია შინ დაწურული) დღეში ნახევარი ჭიქა 75%-ით ამცირებს თრომბოციტების აქტივობას (შედარებისთვის: ასპირინი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ, ამ მაჩვენებელს მხოლოდ 45%-ით აქვეითებს);

შტოშის ნაყენი  ასპირინზე არანაკლებ ეფექტურად მოქმედებს სისხლის შედე-
დების ფუნქციაზე (აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყოფი, დანაყეთ, დაასხით მდუღარე წყალი, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ);

ნიახურის წვენი – მასში არსებული ნატრიუმიხელს უშლის სისხლისა და ლიმფის გასქელებას;

უმი ხახვი და ნიორი;

ალუბალი (5-6 კგ სეზონზე);

პომიდორი, განსაკუთრებით თესლის გარშემო არსებული მასა, რადგან სწორედ
მასშია თავმოყრილი სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;

იოდით მდიდარი საკვები, მაგალითად, ზღვის კომბოსტო — ამცირებს სისხლის მე-
ბოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, აქვეითებს წნევას, თუმცა სიჭარბე მავნებელია;

ყვითელი ძიძოს ნაყენი (1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) — ამცირებს სისხლის წე-
ბოვნებას, ხსნის სპაზმს და აუმჯობესებს სისხლის დინებას.

მცენარეს ასხამენ მდუღარე წყალს, 20-25 წუთს აჩერებენ და დღეში 3-ჯერ 1/3-1/2 ჭიქას სვამენ.

კივი (დღეში 2-3 ნაყოფი მაინც) — სასარგებლოა პროთრომბინის მომატების, ათეროსკლეროზული პროცესების, თრომბოფლებიტის, ასევე — იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები