ოპერაცია აღარაა საჭირო! მინდა გასწავლოთ გლაუკომისა და კატარაქტის სამკურნალო ძალიან მარტივი საშუალება
მინდა გასწავლოთ გლაუკომისა და კატარაქტის სამკურნალო ძალიან მარტივი საშუალება. ამ რეცეპტით ჩემი ნათესავი ქალი, რომელსაც თვალის ოპერაციისთვის ამზადებდნენ, ერთ თვეში ისე განიკურნა, ოპერაცია აღარ დასჭირვებია.
ჩანაწერებში, სადაც ეს ხალხური რეცეპტი აღმოვაჩინე, აღნიშნული იყო, რომ ეს წამალი მოუხდება ყველას, ვისაც თვალის სხვადასხვა დაავადება აწუხებს. წამალი კი ასე მზადდება: კარტოფილს გაზაფხულზე გამოეზრდება ხოლმე თეთრი წანაზარდები, რომლებიც წვრილად უნდა დაჭრათ და კარგად გამოაშროთ. 1 ს/კ წანაზარდებს დაასხით 1 ჭიქა (200 გ) არაყი, დადგით თავდახურული ერთი დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
შეგიძლიათ ნაყენი ერთი თვის განმავლობაში სვათ, შემდეგ კი აუცილებლად შეისვენეთ 2 კვირა და თუ ამის საჭიროება იქნება, კიდევ გაიმეორეთ კურსი. გისურვებთ გამოჯანმრთელებას!
• ექიმის კომენტარი: კარტოფილის ბოლქვი მდიდარია სახამებლით, ცილით, შაქრებით, მინერალური ნივთიერებებით, უჯრედისით, ცხიმებით, ორგანული მჟავებით. იგი შეიცავს B, B,, B ვიტამინებს, ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებს, კაროტინოიდებს, D, PP, K, E, H, U ვიტამინებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, კალციუმის, კალიუმის მარილებს, ფოსფორს, რკინას და სხვა. კარტოფილს აქვს უნიკალური საგემოვნო თვისებები, შეიცავს სასარგებლო ნივ- თიერებათა ოპტიმალურ რაოდენობას, რაც მის პოპულარობას განაპირობებს. სამედიცინო პრაქტიკაში კარტოფილი არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოი- ყენება -
— მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი, სპაზმების მომხსნელი და შარდმდენი თვისებები, ხოლო კარტოფილის სახამებელს — ლორწოვანის შემომგარსველი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. კარტოფილის წვენი აქვეითებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, არტერიულ წნევას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს კარტოფილის გამოყენე- ბა უკავშირდება მასში კალიუმის მაღალ შემცველობას, მცენარის შარდმდენ და სპაზმების მომხსნელ თვისებებს. ახალგაჭყლეტილი კარტოფილი გარეგანი გამოყენებისას კარგად მოქმედებს კანის ეგზემისა და სხვა მსგავსი პათოლოგიების დროს. მწვავე და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს მკურნალობენ ახალ- მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაციით, რადგან ეს ორთქლი შეიცავს სასარგებლო აქროლად ნივთიერებებს. საკმაოდ ეფექტიანია კარტოფილის ნიღბები კოსმეტოლოგიაში. კარტოფილის გამოყენება თვალის დაავადებების დროს მედიცინის ცნობარებში აღნიშნული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ეფექტი მის მრავალმხრივ სასარგებლო თვისებებს უკავშირდება.
წყარო: კარაბადინი