თუ რეგულარულად გამოიყენებთ ამ სამკურნალო საშუალებებს, სახსრები აღარ შეგაწუხებთ! ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობეთ მათ
მინდა გასწავლოთ სახსრების ანთების სამკურნალო ძალიან ეფექტური საშუალებები. ოსტეოქონდროზისა და სახსრების ტკივილის დროს მტკივნეულ ადგილას უნდა წაისვათ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და მკვეთრი მოძრაობებით კარგად დაიზილოთ. თავიდან გეტკინებათ.
თუმცა მასაჟი მანამდე უნდა გააგრძელოთ, ვიდრე ხელი აღარ მიგეწებებათ. პირველივე პროცედურის შემდეგ უკეთესობას იგრძნობთ. გაციებისას ასეთივე მასაჟი უნდა გაიკეთოთ გულმკერდის არეში და ძალიან მალე გამოკეთდებით. ნათესავმა მასწავლა სახსრების დასაზელი ასეთი ნაყენის მომზადებაც: ნაძვის ან ფიჭვის 10 ცალი ნედლი გირჩი ჩაყარეთ 700-გრამიან ქილაში და დაასხით არაყი ან სპირტი (ქილა შეავსეთ).დაახურეთ სახურავი და დადგით ბნელსა და გრილ ადგილას. როცა ნაყენი მუქი ყავისფერი გახდება, უკვე სამკურნალოდ ვარგისია. ამ ნაყენით დაიზილეთ სახსრები დღეში 2-ჯერ მაინც. თუ რეგულარულად გამოიყენებთ ამ სამკურნალო საშუალებებს, სახსრები აღარ შეგაწუხებთ.
ჩემი პირადი გამოცდილებით ეს მეთოდი ნამდვილად ამართლებს და ეფექტურიც კია. ამიტომაც ვუზიარებ მას ყველას, რადგან მსურს მისი დადებითი შედეგები რაც შეიძლება ბვერმა ადამიანმა გამოსცადოს საკუთარ თავზე!
ექიმის კომენტარი: ხალხურ მედიცინაში გარეგანი საშუალებები ოდითგანვე გამოიყენება უამრავი დაავადების, მათ შორის, სახსრების პათოლოგიების სამკურნალოდ. გარეგან საშუალებათა ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ხშირად არის თაფლი, რადგან მას უნიკალური, მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები ახასიათებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა რეგენერაციული, შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტები. ამგვარივე თვისებისაა ნაძვის გირჩების სპირტიანი ნაყენიც.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
წყარო: კარაბდინი