სასწრაფოდ! ეს გასაოცარი ნარევი რეგულარული მიღების შემდგომ გაიწოვს ლორწოს ბრონქებიდან

265

სასწრაფოდ! ეს გასაოცარი ნარევი რეგულარული მიღების შემდგომ გაიწოვს ლორწოს ბრონქებიდან

რამდენიმე წლის წინათ გადავიტანე ბრონქების ანთება და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ავადმყოფობას — როგორც კი შემცივდებოდა, მეწყებოდა ხველა და ტკივილი გულმკერდის არეში.

დედაჩემის დაჟინებით ბოლო ორი წლის ზაფხული სულ სოფელში გავატარე, თან ვსვამდი მის მიერ მომზადებულ წამალს, რომელიც თურმე, გაიწოვს ლორწოს ბრონქებიდან:

5 ლიმონი კანიანად უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატოთ 4 თავი დაჭყლეტილი ნიორი, დაასხათ 1 ლ ანადუღარი და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული წყალი. მჭიდროდ დაახუროთ ჭურჭელს ხუფი და დატოვოთ 5 დღით ბნელ, გრილ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

ხველისთვის კი დედამ მომიმზადა ისლანდიური ხავსის ნაყენი: 1ს/კ ისლანდიურ ხავსს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი, დადგათ მდუღარე წყლის ორთქლზე 20 წუთი. ნაყენი უნდა გაგრილდეს ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში 1/4 ჭიქა. მკურნალობის კურსი 3 კვირაა. ჩემდა გასაოცრად, რაც მკურნალობა დავიწყე, მას შემდეგ აღარ გავციებულვარ და არც კი წამომიხველებია.

ჯანმრთელობას გისურევბთ!

იმედია ეს საშუალებები ისეთივე სასარგებლო იქნება თქვენთვისაც, როგორც ჩემს შემთხვევაში აღმოჩნდა და მარგო

ექიმის კომენტარი: პირველ რეცეპტში შემავალი კომპონენტები ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. ლიმონი C ვიტამინის წყაროა და ორგანიზმის იმუნურ თვისებებს აძლიერებს. რაც შეეხება ნიორს, მასში არის ნივთიერებები, რომელიც ანტიბაქტერიული და ანტიანთებითი ეფექტით ხასიათდება და, ამდენად, სხვადასხვა ორგანოს ანთების პროფილაქტიკისათვის გამოიყენება. ისლანდიური ხავსის შესახებ ცნობები ფარმაკოპეაში შეტანილი არ არის.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია