თუ თქვენც გაწუხებთ ოსტეოქონდროზი, მაშინ აუცილებლად მოამზადეთ ბრინჯის კვასი!! ხრტილები ბოლომდე აღდგება
სანამ უშუალოდ კვასის მომზადების პროცეს გავეცნობით, მანამდე მოდით განვმარტოთ რა არის ოსტეოქონდროზი: ეს გახლავთ ხერხემლის ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს მალთაშუა დისკებსა და ხრტილებს.
დღესდღეობით კოკრეტულად ამ დაავადებით საკმაოდ ბევრი ადამიანი იტანჯება, რაც დაკავშირებულია მჯდომარე სამუშაოს და არაჯანსაღი ცხოვრების წესიდან. ესაა ის ძირითადი და მთავარი მიზეზები, როს გამოც აღნიშნული პრობლემა ვითარდება და შემდგომ უკვე ქრონიკულ სახესაც იღებს.
რაღა თქმა უნდა პრობლემის მოსაგავრებლად ჯერ ცხოვრების წესის ცვლილებაა საჭირო. მაგალითად, დღის განმავლობაში თუ ხშირად გიწევთ მჯდომარე სამუშაოს შესრულება, შუალედებში მაინც ეცადეთ წამოდგეთ რამდენიმე წუთით მაინც გაიაროთ და შემდგომ განაგრძოთ საქმე. ზოგადად დაკავდით სპორტის ნებისმიერი სახეობით ან საღამოობით მაინც მცირე ხნით ისეირნეთ, არ მისცეთ სხეულს მოდუნების საშუალება, ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება
ამ ყველაფრის ფონზე კი ჩვენ ასევე გირჩევთ გამოიყენოთ ნატურალური საშუალება, რომელიც ოსტექონდროზის დროს ძალიან დაგეხმარებათ. საუბარი გვაქვს ბრინჯის კვასზე – საშუალება, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ის ბოლომდე აღადგენს სახსრებსა და ხრტილებს, ამარცხებს ტკივილებსა და უსიამოვნო შეგრძნებებს, ასევე თავიდან გვარიდებს ძვლებთან დაკავშირებულ არაერთ სერიოზულ პრობლემას.
გავეცნოთ მისი მომზადების გზას:
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ლიტრი ადურებული წყალი;
- 4 სუფრის კოვზი ბრინჯი;
- 3 სუფრის კოვზი შაქარი;
- 5 ქიშმიში (მუქი შავი ფერის).
მომზადებისა და გამოყენების წესი უმარტივესია:
უკვე წინასწარ ადუღებულ 1 ლიტრ წყალში ჩაამატეთ ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. ჭურჭელში ასე დააყოვნეთ ნარევი 4 დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურეთ.
დათქმული დროის შემდგომ მიღებული სითხე გაანაწილეთ ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში.
ბოლოს კი ბრინჯის მზა კვასი უნდა მიირთვათ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. განაგრძეთ ბრინჯის კვასის მიღება მინიმუმ იქამდე, სანამ უსიამოვნო შეგრძნებები სრულიად არ გაქრება.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საშუალება თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც მის არაერთ მომხამრებელს. ბოლოს კი შედეგები აუცილებლად გაგვიზიარეთ!