იაფიანი და ეფეტური საშუალება, რომელიც უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ! საუბარი გვაქვს ქლოროფილიპტზე. .

639

იაფიანი და ეფეტური საშუალება, რომელიც უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ! საუბარი გვაქვს ქლოროფილიპტზე. .

მოდით საუბარი დავიწყოთ ამ გასაოცარი პროდუქტის განმარტებით! ქლოროფილიპტი ანტისეპტიკების ჯგუფის წარმომადგენელია და სხვადასხვა შემადგენლობით შეიძლება შეგხვდეთ. კერძოდ ხელმისაწვდომია, როგორც 1%-იანი სპირტიანი და 2%-იანი ზეთოვანი ხსნარის სახით. თუმცა ამის გარდა ასევე მისი გამოყენება ხელმისაწვდომია აბების და სპრეის მეშვეობითაც.

ესაა ნატურალური ანტიმიკრობული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. რომლის შემადგენლობაშიც შედის ქლოროფილი და ევკალიპტი.

გაითვალსიწინეთ! ჩვენი რჩევა იქნება პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი, ალერგიული ხომ არ ხართ ამ საშუალებაზე. ასევე რეკომენდირებული იქნება, რომ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

ახლა კი უფრო დეტალურად გაგაცნობთ ჯანმრთელობის კონკრეტულად რომელი პრობლემის დროს შეიძლება მისი გამოყენება :

ყელის ტკივილის, სურდოს და ფარინგიტის დროს:

1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ს.კ. ქლოროპილიპტის სპირტიანი ხსნარი და გამოივლეთ ყელში დღეში 4-5 ჯერ. შედეგით ნამდვილად გაოცებულნი დარჩებით!

ასევე ყველაზე გავრცელებული მდგომარეობის – სურდოს დროს:

დაასველეთ ბამბის დისკი ქლოროფილიპტის ზეთოვან ხსნარში, დაახვიეთ ბამბის ბურთულა და მოათავსეთ ნესტოებში 10-15 წუთით. პროცედურის გამეორება შეგიძლიათ დღეში რამოდენიმეჯერ.

ოქროსფერი სტაფილოკოკი:

სტაფილოკოკური ბაქტერიის შემთხვევაში, დღეში 2-ჯერ ცხვირში ჩაიწვეთეთ ქლოროფილიპტის ზეთოვანი ხსნარი 2-3 წვეთი თითო ნესტოში. ეს ნამდვილად შედეგიანი იქნება

ანგინა და ტონზილიტი:

ქლოროფილიპტის ზეთოვან ხსნარში დაასველეთ ბამბის დისკები და გაიწმინდეთ დღეში 3-ჯერ ნუშურა ჯირკვლები 7 დღის განმავლობაში. ამის პარარელურად გაიკეთეთ სავლები დღეში ერთხელ – 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ს.კ. ქლოროპილიპტის სპირტიანი ხსნარი.

აკნეს დროს კი: სპირტიან ხნსარში დაასველეთ ბამბის ჩხირი და წაისვით მხოლოდ პრობლემურ ადგილებზე დღეში 2-3 ჯერ.

ხოლო თუ გაწუხებთ სტომატიტი, ღრძილების ანთება და ჰერპესი :

1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. სპირტიანი ხსნარი და 1 ჩ.კ. სოდა. გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 4-5 ჯერ. ჰერპესი კი დაიმუშავეთ სპირტიანი ხნსარისა და ბამბის ჩხირების საშუალებით დღეში 3-4 ჯერ.

ქლოროფილიპტი არც ჭრილობების დროს დაგტოვებთ მარტო:

ჭრილობის დეზინფექციისთვის გამოიყენეთ სპირტოვანი ხნსარი, ხოლო ჩირქოვანი ჭრილობის შემთხვევაში დაიდეთ რამოდენიმე ფენად გადაკეცილი, ზეთოვან ხსარში დასველებული ბინტი. კომპრესები უნდა იცვალოთ დღეში რამდენიმეჯერ.

მომატებულ ოფლიანობას და მძრაფრ სუნსაც კი უშველით ქლოროფილიპტის დახმარებით: 

ამ დროს უბრალოდ საჭიროა 150 მლ. თბილ წყალში გახსენით 1 ს.კ. სოდა, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი და 3 ს.კ. ქლოროპილიპტის სპირტიანი ხსნარი. მიღებული ნარევი წაისვით კანზე და დაელოდეთ ბოლომდე შეშრობას. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 2-ჯერ 7 დღის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარება ფეხებზეც შეგიძლიათ.

Facebook კომენტარები