სასწრაფო მკურნალობა ყელის ტკივილისა და ანგინის დროს!! უებარი ხალხური მეთოდი. .
გაციებისა და ყელის ტკივილის პრობლემა თითქმის ყველას ექმნება. ბევრი მაშინვე ანტიბიოტიკებს იყენებს, მე კი არ მიყვარს წამლები, არც ის მინდა, ანტიბიოტიკებს შევეჩვიო, ამიტომ ანგინას ვირისტერფათი ვმკურნალობ.
ვირისტერფას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გაწურეთ. დაუმატეთ იმავე რაოდენობის ხახვის წვენი და წითელი ღვინო. ეს ნარევი შედგით მაცივარში, გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. 1 ს/კ ნარევი მიღების წინ გააზავეთ 3ს/კ წყალში. მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ. ... წამლის ასეთი სახით მომზადებას მხოლოდ ზაფხულის პერიოდში შეძლებთ, ზამთარში კი გამხმარი ფოთლების ნაყენი მოამზადეთ:
5 გ (1 ს/კ) ვირისტერფას ფოთოლი მომინანქრებულ ჭურჭელში ჩადეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და თავდახურული წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. ნაყენი მდუღარე წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. უნდა სვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ეს ნაყენი, გარდა ყელის ტკივილისა, შეგიძლიათ ბრონქიტის, ხველის დროსაც გამოიყენოთ. მერწმუნეთ, უებარია.
ექიმის კომენტარი: ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით. აქვს ყვავილიანი ღერო, სიმაღლით 10-24 სმ, დაფარულია ქერცლისმაგვარი კვერცხისებურ-ლანცეტისებური, ღეროზე მიკრული მოწითალო ფურცლებით. მოყვითალო-ოქროსფერი ყვავილედი ადრე გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ გარშემო თოვლია, პირველი გამოჩნდე- ბა ხოლმე ხევების, ხრამების ნაპირებზე, ქანობების, გორაკების სამხრეთ ფერდობებზე.
ვირისტერფა ყვავილობს ფოთლების გამოსვლამდე. ყვავილები განლაგებულია ბრტყელ ყვავილსაჯდომზე და გარშემორტყმულია ორ რიგად განლაგებული ფოთლისმაგვარი საბურვლით. საღამოობით და ნესტიან ამინდში კალათა იხურება. ფოთლები დაყვავილე- ბის შემდეგ გამოდის, გრძელყუნწიანია, მომრგვალო, გულისებრი, დიამეტრით 10-24სმ, კიდეები უთანაბროდ აქვს დაკბილული, ზემოდან პრიალაა, მუქი მწვანე, ქვემოდან ქეჩისებრი თეთრი ბუსუსებით. თესლი 3,5-4 მმ სიგრძისაა. ყვავილობს მარტ-აპრილში, თესლი მწიფდება აპრილ-მაისში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. ნედლეულად იყენებენ ვირისტერფას ყვავილებსა და ფოთლებს. ყვავილებს ჭრიან ძირში ყვავილობის პერიოდში და სწრაფად აშრობენ, ფოთლებს აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში. ფოთლები არ უნდა იყოს დაზიანებული.
მოჭრილ ან მოწყვეტილ ფოთოლს უტოვებენ ყუნწის ნახევარს. აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში, შიფერის ან თუნუქის სახურავის ქვეშ. კალათა-ყვავილედში აღმოჩენილია ფარადიოლი, ტარაქსანტინი, სტიგმასტერინი, ფიტოსტერინი, სათრიმლავი ნივთიერებები. ფოთლები შეიცავენ ლორწოს, მწარე გლიკოზიდებს, სიტოსტერინს, ვაშლის, ღვინის და სხვა ორგანულ მჟავებს, საპონინებს, კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას, ინულინს და დექსტრინს.
ხალხურ მედიცინაში ვირისტერფას იყენებენ ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლების ნაყენს ხმარობენ ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, გაციების, აგრეთვე, ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს. ვირისტერფა გამოიყენება როგორც ნახარშისა და ნაყენის სახით ცალკე, ასევე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად.
ქერტლსა და თმის ცვენას უხდება ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარი ნახარში. ნედლი მცენარის ფოთლის წვენი ითვლება ჭრილობების მოსაშუშებელ საშუალებად. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა მას ცხელი საფენების სახით ჩირქოვან ჭრილობებზე და წყლულებზე დასაფენად. ვირისტერფას ნახარში ხელს უწყობს ნახველის ამოღებას სასუნთქი ორგანოების გაციების დროს, ამშვიდებს ხველას, განსაკუთრებით ღამით. ამ მცენარეს ქართლში ჯორისქუსლას უწოდებენ, ხევსურეთში — ცხენისტერფას, თუშეთში — დათვთბუერას, ხოლო აჭარაში — გულბამბას.
წყარო: კარაბადინი