როგორ დავარბილოთ დაბზარული ქუსლები ბუნებრივად ამ საშუალებების გამოყენებით!

788

როგორ დავარბილოთ დაბზარული ქუსლები ბუნებრივად ამ საშუალებების გამოყენებით!

პროდუქტები რბილი ქუსლების მისაღებად

თუ თქვენც გაწუხებთ დაბზარული ქუსლები და გსურთ დაარბილოთ კანი, დღევანდელ სტატიაში ჩვენ გასწავლით რამდენიმე საშინაო საშუალებას მათ მოსავლელად თან სრულიად ბუნებრივი გზებით.

როდესაც ჩვენ გვაწუხებს მშრალი ან ძალიან მშრალი კანი, ის ბუნებრივად მიდრეკილია ბზარებისკენ/ნახეთქებისკენ, რომლებიც ჩნდება ჩვენი სხეულის გარკვეულ ნაწილებსა და უბნებზე. თუმცა ამ დროს ქუსლები ყველაზე გავრცელებული ადგილია, სადაც ჩვეულებრივ ეს პრობლემა მეტად იჩენს ხოლმე თავს.

ქუსლებისთვის დამარბილებელი საშუალებები:

ლიმონის სკრაბი:

ლიმონი საკმაოდ პოპულარული საშუალებაა, როდესაც საქმე ეხება კანის აქერცვლას და ქუსლებზე არსებული მკვდარი კანის მოცილებას

ამ საშუალების მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი ჭიქა შაქარი. ლიმონი გაყავით შუაზე და გაწურეთ, რომ წვენი გამოიღოთ. შემდეგ თასში შეურიეთ 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შაქარს.

მისი გამოყენების დროს საჭიროა მხოლოდ ფეხების და ქუსლის არე დაატენიანოთ, შემდეგ კი სკრაბით წრიული მოძრაობით შეიზილოთ. ბოლოს კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ქოქოსის ზეთი: ალბათ არ არსებობს ამ საშუალებაზე მეტად პოპულარული ნატურალური პროდუქტი, როდესაც საქმე ეხება კანის დატენიანებას, საუბარი გვაქვს - ქოქოსის ზეთზე. ის ნამდვილად საუკეთესო არჩევანია, როდესაც საქმე ეხება დახეთქილი კანის მკურნალობას, ასევე მკვდარი უჯრედების მოცილებას.

შეათბეთ ზეთი ქუსლებზე წაისვით და ძილის წინ ფეხებზე ჩაიცვით წინდები, რის შედეგადაც ზეთი მთელი ღამის განმავლობაში იმოქმედებს.

პაპაიას ნიღაბი: პაპაია მშვენიერი ტროპიკული ხილია, რომელიც ხელს უწყობს კანის ბუნებრივ დარბილებას. ამიტომაც დამსკდარი ქუსლების დასარბილებლადაც ხშირად გამოიყენება

ავოკადოს და ბანანის ნიღაბი:

პაპაიას გარდა, კანისთვის ორი იდეალური ხილიც შეგვიძლია აღვნიშნოთ. ესაა საშუალება, რომლითაც შეგვიძლია დავამზადოთ გემრიელი ნიღაბი, რომელიც სასარგებლოა დაბზარული ქუსლების დასარბილებლად.

ამ ნიღბის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ პატარა ბანანი და ნახევარი ავოკადო ისინი კარგად დააქუცმაცოთ კრემის მიღებამდე. ასევე კარგად აურიეთ და ნაზი მასაჟის მოძრაობებით წაისვით ქუსლებზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია