გამოიმუშავეთ ენდორფინები: ორგანიზმის სრულყოფილად დასვენების 20 გზა მხოლოდ 5 წუთში!
ყველაფერი ასე მარტივია!
ვიცით, რომ დაკავებული ხარ! როგორ შეგიძლია იფიქრო დასვენებაზე, როცა დღის წესრიგში ძლივს გაქვს ადგილი მხოლოდ ამაზე გაფიქრებისთვისაც კი?
ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე იმ მარტივ მეთოდს რომელთა გამოყენებითაც დაისვენებთ სწრაფად და ეფექტურად:
სიცილი: ხშირად ამბობენ, რომ სიცილი საუკეთესო წამალია, სტრესის შემსუბუქების ან შემცირებისთვის. დიახ ეს აბსოლუტურად მართალია!
შეისუნთქეთ ყავის არომატი: ახლად მოხარშული ყავის არომატი ნერვებს დაგიმშვიდებთ
ციტრუსის სუნი:
ფორთოხლის, ლიმონის ან გრეიფრუტის სურნელით შეგიძლიათ დაამშვიდოთ თქვენი დაღლილი ნერვული უჯრედები.
არომათერაპია გიცდიათ?
სტრესის შემსუბუქების პრაქტიკა სხვადასხვა ეთერზეთების სურნელების შესუნთქვით, დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი პრაქტიკოსების მიერ, რადგან სხვადასხვა სურნელი გავლენას ახდენს ტვინის სხვადასხვა ემოციურ გამომწვევზე.
მოუსმინეთ თქვენს საყვარელ სიმღერას:
ეს ყველაფერი თავს კარგად გაგრძნობინებთ და მოგიხსნით სტრესს სულ რამდენიმე წუთში.
გასეირნება:
ამ ყოველივესთვის დიდი დრო სულაც არაა საჭირო. ნახევარ საათიანი გასეირნებაც ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენთვისგააკეთეთ გაჭიმვები:
სამუშაო მაგიდასთან ჯდომისას კი შეგიძლიათ გააკეთოთ ზედა კიდურების გაჭიმვები. ეს ყველაფერი სტრესის მოხსნაში და სხეულის მოდუნებაში დაგეხმარებათ
გაიხედეთ ფანჯარაში:
როცა დასვენებისთვის რამდენიმე წუთი გჭირდებათ, ნუ დაიწყებთ სმარტფონით თამაშს. მიდი ფანჯარასთან და გაიხედე ქუჩაში. დააკვირდით სამყაროს ჩუმად და ცნობისმოყვარეობით. გაგიკვირდებათ, თუ რა ეფექტური გზით შეუძლია ბუნებას თქვენი სტრესის მოხსნა.
აირჩიე ადგილი, სადაც ყველაფრისგან შორს იქნები:
მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, ზოგიერთი ადამიანი აბაზანას დასვენების ერთ-ერთ საშუალებას იყენებს. თქვენც შეგიძლიათ დაისვენოთ იქ რამდენიმე წუთის განმავლობაში სტრესის მოსახსნელად.