ჯანმრთელობის 7 პრობლემა, რომლის დროსაც ხახვი დაგეხმარებათ

2483

ჯანმრთელობის 7 პრობლემა, რომლის დროსაც ხახვი დაგეხმარებათ

ყველას გვსმენია იმის შესახებ, რომ ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, მაგრამ ხახვის სასარგებლო თვისებებზე ძალიან ცოტამ თუ იცის. ჩვენ მათზე მოგიყვებით:

ხახვი მეტად სასარგებლო მცენარეა. მას, თამამად შეიძლება, ბუნების საჩუქარი ეწოდოს. ჩვენ, ადამიანები, მივეჩვიეთ ხახვის საკვებად გამოყენებას (ეს ბოსტნეული ხომ უამრავი კერძის განუყოფელი ნაწილია) და არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ წლის ნებისმიერ დროს ხელთ გვაქვს საკმაოდ იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საშუალება, უამრავი დაავადების წამალი.

ხახვის ანტიბაქტერიულ (დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო) მოქმედებას ფიტონციდების შემცველობა განაპირობებს. ამ მცენარეში უხვად არის აზოტოვანი ნაერთები, შაქრები, მათ შორის - გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, ასევე - კალციუმის, რკინის, ფოსფორისა და სპილენძის მარილები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

1. ხახვი გოგირდის საცობების დროს

ხახვის შუა ნაწილი ამოჭერით, აიღეთ ქსოვილი და მისი დახმარებით ხახვი ყურის არხში ჩაიდეთ. ფრთხილად იყავით, ხახვი ყურში ღრმად არ უნდა ჩაიდოთ. დაიტოვეთ ის ყურში ღამის განმავლობაში, დილით კი შეამჩნევთ, რომ გოგირდი რბილი გახდება და მისი მოშორება უფრო ადვილი იქნება.

2. ხახვი დამწვრობის წინააღმდეგ

ხახვი შუაზე გაჭერით და დამწვარ ადგილზე 2 წუთით დაიდეთ. ხახვი ტკივილს შეაცირებს და კანს დაამშვიდებს.

3. ფუტკრის, ან კრაზანის ნაკბენი

თუ კრაზანამ, ან ფუტკარმა გიკბინათ, ნესტარი ამოიღეთ. ამის შემდეგ, ხახვისგან პიურე გააკეთეთ და მტკივან ადგილზე დაიდეთ.

4. სიცხე

თუ მაღალი სიცხე გაქვთ, ხახვი დააქუცმაცეთ და წინდებში ჩადეთ. 2 საათში ტემპერატურა დაიწევს.

5. ტოქსინების გამოდევნა

უბრალოდ ჩართეთ რაციონში ხახვი.

6. ხახვი ხველის სამკურნალოდ

ორი თავი ხახვი წვრილად დაჭერით, დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი და ორი ჩაის ჭიქა წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და შესქელებამდე ადუღეთ. მიიღეთ სამ საათში ერთხელ თითო სადილის კოვზი.

7. ხახვი თმის ცვენისთვის

თუ თმა გცვივათ, გამოწურეთ 1 ხახვისგან წვენი, შეიზილეთ თმის ძირებში და გაიჩერეთ 1 საათით. თუ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ, თქვენ მალე შეაჩერებთ თმის ცვენას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია