საუკეთესო ბუნებრივი გზები თვალის ირგვლივ ნაოჭებისა და სიშავის გასაქრობად.

2743

საუკეთესო ბუნებრივი გზები თვალის ირგვლივ ნაოჭებისა და სიშავის გასაქრობად.

თვალებს გარშემო კანი თხელია და მის ქვეშ ცხიმოვანი შრეც სუსტადაა განვითარებული, ამიტომ თვალების განუწყვეტელი ხამხამის გამო კანის ელასტიური ბოჭკოები ადრე ცვდება, ქუთუთოების კანი ზედმეტად ნაოჭდება და თვალის კუთხეების არეში წაროიქმნება მარაოსებრი ნაოჭები.

თვალების გარშემო ნაოჭების წარმოქმნას ხელს უწყობს ახლომხედველობა, მზის სხივების ძლიერი მოქმედებისა და ლაპარაკის დროს თვალების ჭუტვა, თვალების შეპუდვრა, კრემის არასწორად წასმა და სხვ.

ამრიგად, პროფილაქტიკისთვის ახლომხედველმა ბავშვობიდანვე უნდა ატაროს სათვალე, მზიან ამინდში კი ყველამ- ფერადმინიანი სათვალე.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თვალებსგარშემო წვრილი ნაოჭები და ჩაშავებული თვალებსგარშემო არე, უნდა გამოვიყენოთ შემდეგი თვალის ნიღბები, რომლებიც ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება.

კარტოფილის ფაფა

აიღეთ 1 დიდი ზომის კარტოფილი, გაასუფთავეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ 1 ჩ/კ რძე და ცოტაოდენი პურის ფქვილი. აურიეთ ყველაფერი სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა დაიდეთ თვალის გარშემო კანზე თუკი ხელთ გაქვთ ნედლი კიტრი – ის გაგიწევთ კარგ სამსახურს თვალებიდან დაღლილობის მოსახსნელად და მათ გამოსაცოცხლებლად.

კიტრს მოაჭერით 2 თხელი მრგვალი ნაჭერი და დაიდეთ თვალებზე 15 წუთი. ისინი მოგიხსნიან დაღლილობას და მოგაშორებენ დაძაბულობის ნაკვალევს ქუთუთოებიდან.

ან გათალეთ კიტრი, გამოწურეთ წვენი და გააკეთეთ მისგან კომპრესები. ნედლი კიტრის წვენისგან ლოსიონები შველის თვალების გადაღლილობას და გაწითლებულ ქუთუთოებს.20 წუთის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ გახეხილი კარტოფილი მოათავსოთ სუფთა მარლაში და დაიდოთ ქუთუთოებზე 10 წუთი. იგი ხელს უწყობს თვალების გარშემო შავი რგოლების მოშორებას.

კიტრის დისკები

ასევე ძალიან ეფექტურია კიტრის დისკების გამოყენება თვალის გარშემო კანისთვის. აიღეთ ახალი კიტრი. მოჭერით თხელი კიტრის ნაჭრები და დაიდეთ თვალებზე. ეხმარება თვალებს დაღლილობის მოსახსნელად.

შვრიის ფანტელის ნიღაბი

საღამოს, დაწოლამდე ორი საათით ადრე, ანადუღარი, ოთახის ტემპერატურის წყლით სახის დაბანის შემდეგ, თითების ბალიშების მსუბუქი მოძრაობით თვალების ირგვლივ, ზედა და ქვედა ქუთუთოებსა და კუთხეებში უნდა წავისვათ შვრიის ნიღაბი. 1 ს/კ შვრია(უკეთესია წვრილად დავაქუცმაცოთ წინასწარ) მოვათავსოთ თასში და დავუმატოთ ცხელი ადუღებული რძე. დაველოდოთ სანამ შვრია არ გაფუვდება. შემდეგ კი მიღებული მასა დავიტანოთ თვალებს ირგვლივ. გავიჩეროთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

Facebook კომენტარები