დეიდაჩემს დიდი ხნის განმავლობაში თირკმელები აწუხებდა, უსივდებოდა ფეხები და სამსახურშიც ვერ დადიოდა, სანამ ეს საოცარი მეთოდები არ აღმოაჩინა
ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა დეიდას თირკმლები. დილაობით ისეთი შეშუპებული სახით იღვიძებდს, იფიქრებდით, ღამე სმაში გაუთენებიაო.
ზოგჯერ სამსახურში წასვლისაც კი ერიდებოდა. დროდადრო შეშუპების საწინააღმდეგო ნიღაბს იკეთებდა, მაგრამ კოსმეტიკა ისე არ შველოდა, როგორც დასალევი საშუალებები ალბათ იმიტომ, რომ პრობლემას ორგანიზმში ღრმად ედგა ფესვები.
ერთხანს შვიტისა და არყის ხის ფოთლების ნახარშს სვამდა, მერე ერთი მცენარეული ნარევი გვასწავლეს, რომელიც ძალიან მოუხდა.
მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ.
აიღეთ 5გ. ვირისტერფას ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 5-7 წუთი. მიი-
ღეთ 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
ვირისტერფას ფოთლები გარეცხეთ, დამდუღრეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გამოწურეთ. შემდეგ გამონაწური წყალში გააზავეთ (1:1) და 2-3 წუთი ადუღეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსია 7-10 დღე.
40 გრამ ვირისტერფას შეურიეთ ამდენივე ჟოლოს ნაყოფი და 20 გ თავშავა. 1 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში, ნახევრამდე ფრთხილად შეავსეთ მდუღარე წყლით და 15 წუთი მდუღარე წყლისავე აბაზანაში გააჩერეთ.
რომ შეგრილდება, რამდენიმე ნაკეც დოლბანდში გაწურეთ (დოლბანდში ჩარჩენილი ბალახიც კარგად გამოწურეთ) და დალიეთ. ეს ნაყენი მოამზადეთ ძილის წინ და მაშინვე მიიღეთ.
აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.