სახლში დამზადებული ვიტამინური შრატი, რომელიც ახალგაზრდობას უბრუნებს თქვენს კანს

1324

სახლში დამზადებული ვიტამინური შრატი, რომელიც ახალგაზრდობას უბრუნებს თქვენს კანს

სასარგებლო ინფორმაციაა!

სახე მთელი სხეულის ყველაზე თვალსაჩინო ადგილია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეთ უნაკლო სახე, ნაოჭებისა გარეშე, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს ადვილი საქმე არ არის.

ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ამინდი, მზე, აკნე ან ასაკი, ჩვენი სახე ივსება ნაკლოვანებებით.თუმცა ჩვენ ამ "ბოროტებასთან" საბრძოლველად ბევრი ვარიანტი გვაქვს.

ერთ-ერთია კანის სპეციალისტთან ვიზიტი მკურნალობის შესახებ. კიდევ ერთი ვარიანტია რამდენიმე კრემისა და ნიღბის გამოყენება, როგორიცაა ამ ვიტამინის შრატი, კანის გასანათებლად და ნაოჭების მოსაშორებლად, მაგრამ ეს პროცესები ძვირი და მიუწვდომელია უმეტესი ჩვენგანისთვის.

ამიტომ ადამიანების უმეტესობას ურჩევნია მიმართოს ბუნებრივ მეთოდებს. ისინი ისეთივე ეფექტურია, ან უფრო  მეტადაც კი  ვიდრე ძირითადი ინდუსტრიების მიერ წარმოებული კრემები და ლოსიონები.

ქვემოთ ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ და მიიღოთ ამ საშუალებისგან მაქსიმალური სარგებლობა:

რაც ჩვენ გვჭირდება:

- ვიტამინი E კაფსულები (2 ერთეული)
- ალოე ვერა (1 სუფრის კოვზი)
- მწვანე ჩაი (1 სუფრის კოვზი),  სელის თესლი (2 სუფრის კოვზი)
- ეთერზეთი (2 წვეთი),  წყალი (1 ჭიქა)

მომზადება და გამოყენება:

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ ქვაბში ჩაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. დაუყონებლივ დაუმატეთ სელის თესლი და მოხარშეთ, სანამ ქაფიანი გელი არ ჩამოყალიბდება. ამ ეტაპზე თქვენ უნდა დაამატოთ მწვანე ჩაი.

ახლა დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი და E ვიტამინის კაფსულის ექსტრაქტი.შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად აურიეთ სანამ ერთგვაროვან ნივთიერებას არ მიიღებთ. ბოლოს დაუმატეთ ეთერზეთის წვეთები და ისევ აურიეთ. ამ ლოსიონის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 8 დღემდე.

რაც ჩვენ დაგვრჩა არის თქვენი კანის გასუფთავება. შემდეგ წაისვით ლოსიონი ნაზი წრიული მოძრაობებით, სანამ არ შეიწოვება. დაინახავთ, როგორ მყისიერად იწყებს კანი ბევრად უფრო ნათელი და ჯანსაღი ფერის მიღებას.

რამდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ კანის გარეგნობის გაუმჯობესებას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია