რისთვის არის სასარგებლო სელის ზეთი?

1223

რისთვის არის სასარგებლო სელის ზეთი?

Სელის ზეთის სარგებელი

სელის ზეთი შეიცავს ყველაზე დიდ ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს. ერთი სუფრის კოვზი სელის ზეთი შეიცავს დაახლოებით 7,200 მგ ალფა-ლინოლის მჟავას, რომელიც სრულად ფარავს ადამიანის ყოველდღიურ საჭიროებას ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით.

სელის ზეთის სამკურნალო ეფექტს აძლიერებს ორგანული (ხილისა და ბოსტნეულის) მჟავები. გარდა ამისა, ეს ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს: ფოსფორს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე A, E და ბევრ სხვას.

სელის ზეთი მდიდარია თიამინით და ნიაცინით. ეს ნივთიერებები ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ხოლო რეტინოლი ასტიმულირებს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის ელასტიურობას. ამიტომ, სელის ზეთი მიიღება როგორც შინაგანად, ასევე გარეგანად.

Სელის ზეთის სამკურნალო თვისებები

სელის თესლის ჯანმრთელობის სარგებელი დიდი ხანია ცნობილია და ბევრი დაწერილა კიდეც. რა მნიშვნელობა აქვს სელის თესლისგან მიღებულ ზეთს, რომ იგი ასე აქტიურად არის რეკომენდებული დიეტური კვების დროს?

ბოლო გამოკვლევების თანახმად, სელის ზეთი:

ხელს უწყობს “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირებას. იაპონელი მეცნიერების მცირე კვლევის შედეგად, მოხალისეებმა სადილთან ერთად დღეში ერთხელ მიიღეს 10 გრამი სელის თესლის ზეთი და სიმინდის ზეთი. ექსპერიმენტის დაწყებამდე და 12 კვირის შემდეგ მეცნიერებმა გაზომეს მათი ქოლესტერინის დონე სისხლში. მათთვის, ვინც დალია სიმინდის ზეთი, არ შეცვლილა “ცუდი” ქოლესტერინის რაოდენობა, რომელსაც შეუძლია სისხლძარღვების კედლებზე საშიში ქოლესტერინის ნადების განთავსება. მაგრამ მათ შორის, ვინც სელის თესლის ზეთს მოიხმარდა, იგი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ებრძვის ორგანიზმში ანთებით პროცესებს. ეს მნიშვნელოვანი თვისებაა, რადგან ეს არის ქრონიკული ანთებითი პროცესები, რომლებიც ხშირად პასუხისმგებელნი არიან სიმსუქნის, დიაბეტის, გულის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის, ასთმის განვითარებაზე.

ამცირებს შაქრის დონეს დიაბეტის საწყის ეტაპზე. მცირე დოზებით ზეთი უფრო ეფექტურია – 1 ჩაის კოვზი.

ეხმარება  გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობას. სელის ზეთი დადებითად აისახება სისხლძარღვების ელასტიურობაზე .  ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპერტონიული პაციენტებისთვის.

აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. ხდება გლუვი, უფრო დატენიანებული, ნაკლებად მგრძნობიარეა გაღიზიანების მიმართ.

ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებას. სელის თესლი წონის დაკლების მიზნით რეკომენდებულია მრავალი ექსპერტის მიერ, ძალიან სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაჯანსაღებისთვის.  ზეთი ასევე ძალიან სასარგებლოა. უნდა აღინიშნოს, რომ სელის თესლი  ეფექტურია ყაბზობის შესამსუბუქებლად.

სახის ყოვედღიური მოვლა – ჩაყავით ბამბა სელის ზეთის კრემში ან ლოსიონში, წაისვით სახეზე.  თქვენი კოსმეტიკის ეფექტი ამით გაუმჯობესდება.

ხელის და ფეხის გაუხეშებული კანის დროს  – შეურიეთ  ერთი კვერცხის გული ერთ სუფრის კოვზ სელის ზეთში  და წაისვით გაუხეშებულ  ხელებზე და ფეხებზე.  ამოიცვით პოლიეთილენის პარკი  1 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და გაიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.  ხელები დარბილდება როგორც ახალ შობილს აქვს, ნახეთქები ფეხებზე გაქრება.

დამატენიანებელი შრატი  –  ნახევარ ჭიქა კეფირს დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი სელის ზეთი წაისვით როგორც დამატენიაანებელი შრატი,  სახის კანის გაწმენდის შემდეგ. პირველივე გამოყენების შემდეგ სახე რბილდება და ჯანსაღი ხდება.

Facebook კომენტარები