გულის არეში ტკივილი! ესაა მდგომარეობა, რომელიც უყურადღებოდ არუნდა დატოვოთ, აუცილებლად სცადეთ ეს საშუალება. .

1345

გულის არეში ტკივილი! ესაა მდგომარეობა, რომელიც უყურადღებოდ არუნდა დატოვოთ, აუცილებლად სცადეთ ეს საშუალება. .

რამდენიმე წელია გულის არეში ტკივილი მაწუხებს. ექიმმა სტენოკარდიის დიაგნოზი დამისვა.  ბოლო ხანს შეტევები ისე გამიხშირდა, შინიდან ნიტროგლიცერინის გარეშე ვერ გავდიოდი. მეგობარმა, რომელიც ჩემსავით გულით ავადმყოფია, საკუთარ თავზე გამოცდილი საშუალება მირჩია. ვცადე. შეტევებმა იკლო.

ახლა თქვენ გთავაზობთ რეცეპტს: 10 ცალი ლიმონი გამოწურეთ და კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, 10 თავი საშუალო ზომის ნიორი გაარჩიეთ და დასრისეთ. ორივე კომპონენტი შეურიეთ 1 ლ თაფლში და 1 კვირა თავდახურული გრილ ადგილას გააჩერეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ თითო ჩ/კ. წამალი ნელ-ნელა, აუჩქარებლად მიირთვით ყოველდღიურად, ვიდრე არ გათავდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი:უპირველესად, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სტენოკარდია  საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია და დაუშვებელია ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმის კონტროლის გარეშე ყოფნა და თვითნებური მკურნალობა.

თუმცა მსუბუქი ფუნქციური კორონაროსპაზმის დროს ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად ფიტოთერაპიული საშუალებებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ — შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და დაგიცავთ დაავადების პროგრესირებისგან. მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში თითოეულ კომპონენტს თავისი დანიშ- ნულება აქვს:

ლიმონი აწესრიგებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს (მოგეხსენებათ, გულის დაავადებების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის სიბლანტის დაქვეითებას), ნიორი ამ შემთხვევაში ეწინააღმდეგება სისხლძარღვთა, კერძოდ, კორონარების ათეროსკლეროზულ გადაგვარებას (სწორედ ათეროსკლეროზი გახლავთ გულის სისხლძარღვთა მთავარი მტერი), თაფლი კი რეცეპტში ამ კომპონენტთა სტაბილიზატორია და ამასთან, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე.

წყარო: კარაბდინი

Facebook კომენტარები