11 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ ზეითუნის ზეთი ყოველ დილით. საინტერესოა...
რატომ არის აუცილებელი დილით ზეითუნის ზეთის დალევა?! ამ კითხვაზე მედიცინის წარმომადგენლები შემდეგნაირად პასუხობენ:დილით ჩვენს სხეულს შეუძლია პროდუქტის ყველა ღირებული კომპონენტის სრულად ათვისება. გარდა ამისა, უზრუნველყოფს უჯრედების და ქსოვილების სრულ წმენდას მავნე კომპონენტებისგან მთელი დღის განმავლობაში.
დილით ზეითუნის ზეთის მიღებას სხვა სარგებელიც აქვს:
- არეგულირებს არტერიულ წნევას.
- ასტაბილურებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
- ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
- სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, წმენდს სისხლძარღვებსა და არტერიას.
- ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას;
- აქვეითებს მადას;
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
- განთავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან.
- ზეითუნის ზეთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ წყლულებს კურნავს.
- ეხმარება ღვიძლს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში.
- ნატურალური ზეთით მკურნალობა დადებითად აისახება კანზეც.
ზეითუნის ზეთის მიღება უზმოზე შეიძლება განისაზღვროს როგორც პრევენცია – და როგორც სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა. ჩვენი ორგანიზმი ყველაზე უკეთ დილით ითავისებს ყველა ღირებულ ნივთიერებას. ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებისთვის საკმარისია დილით უზმოზე მიიღოთ 15 მლ ზეითუნის ზეთი. მანამდე კი წყალიც არ უნდა დალიოთ. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.
კიდევ უფრო უკეთესი შედეგის მისაღებად 2 ს.კ. ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ერთი მეოთხედი ლიმონის წვენი და დალიეთ დილით, უზმოზე. ზეთი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. ეს ეფექტი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.
ნაბახუსევმა რომ არ შეგაწუხოთ, ალკოჰოლის მიღებამდე დალიეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი. ეს დააყოვნებს ალკოჰოლის შეწოვას და გააადვილებს საჭმლის მონელებას.
როგორც მსუბუქი ამშლელი, უზმოზე მიიღეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი 1 ჩაის ჭიქა წყალთან ერთად.
ქვემო კიდურებში დაძაბულობის მოსახსნელად ფეხის ტერფში შეიზილეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევი (თანაბარი პროპორციით).
ზეითუნის ზეთს მართლაც საოცრად სასაგრებლო თვისებები გააჩნია, თუმცა მკურნალობის დაწყებამდე, კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.