ხალხური სიბრძნით მკურნალობა! ბებისეული რეცეპტები, რომლებიც მრავალი უსიამოვნების დროს გამოგადგებათ
დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ ისეთი ხალხური რეცეპტები,რომლებიც ჯანმრთელობის არა ერთი უსიამოვნებების დროს ეფექტურად დაგეხმარებათ: მაგალითად კი, როგორიცაა მყესების დაჭიმულობა,გასტრიტი, თმის ცვენა, თავის ტკივილი,ფეხის შეშუპება და ნაღვლკენჭოვანი დაავადება.
მოდით დავიწყოთ რეცეპტების სრულყოფილად განხილვა!
მყესების დაჭიმულობა – მყესების დაჭიმულობის დროს გვირჩევენ, რომ რამდენიმე ხახვი დავაქუცმაცოთ, ცოტა შაქარი დავუმატოთ და სქელ ფენად წავუსვათ სახვევს, რომელსაც შემდეგ მტკივნეულ ადგილას დაიფინეთ.
ფეხის შეშუპება – ამ დროს კარგია, რომ 1 ლ წყალში 10-15 წუთით აადუღოთ 4 კოვზი სელის თესლი. შემდეგ ქვაბი თბილად შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. ¼ ჭიქა ცხელი ნაყენი დალიეთ ჭამიდან 2 საათის შემდეგ დღეში 6–ჯერ.
თმის ცვენა – გთავაზობთ უდაოდ საუკეთესო რეცეპტს _ 50 გრ ხმელი ოროვანდის ფესვი და 100 გრ ზეითუნის ზეთი მზეზე 10 დღე დააყენეთ. თმის ძირებში შეიზილეთ და ცოტა ხანში ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიკეთეთ რეგულარულად და შედეგით მალევე კმაყოფილნი დარჩებით
თავის ტკივილი – გთავაზობთ საკმაოდ უცნაურ, თუმცა ეფექტურ მეთოდს. თავის ტკივილის დროს წითელი ჭარხლის წვენში გაჟღენთილი ტამპონები ყურში ან ცხვირში ჩაიდეთ. დაგვერწმუნეთ ეფექტური მეთოდია.
ნაღვლკენჭოვანი დაავადება – 2 დღე აბსოლუტური შიმშილობა. შემდეგ მანანის ბურღული წყალზე მოხარშეთ. 150 გრ ფაფას 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი მოასხით და მიირთვით. მეორე დღეს 150 გრ ფაფას 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და მიირთვით. შემდეგ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი დღეში 3–ჯერ სრული შიმშილობის ფონზე მიიღეთ. ასევე ამბობენ, რომ ნაღვლკენჭოვანი დაავადება შეგიძლიათ სიმინდის ფუჩეჩის თხევადი ექსტრაქტით განკურნოთ. მის შეძენას აფთიაქში შეძლებთ. 35 წვეთი ჭამამდე დღეში 3–ჯერ დალიეთ.
გასტრიტი – ყოველ მესამე დღეს ქრისტესისხლის ნაყენით ოყნა გაიკეთეთ. 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით 1 ჩ/კ მცენარეს, დააყენეთ, გადაწურეთ და გამოიყენეთ.
და ბოლოს გთავაზობთ რეცეპტს კენჭების წინააღმდეგ ღვიძლსა და თირკმლებში – 1 ლ ნედლი რძე მინანქრის ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. 1 ჭიქა დაქუცმაცებული კანაფის თესლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 250 გრამამდე მოხარშეთ. გადაწურეთ და დღეში 1 ჭიქა, უზმოზე 5 დღის განმავლობაში დალიეთ. ორი კვირის შემდეგ გაიმეორეთ. ღვიძლის შეტევები მოსალოდნელია, მაგრამ გაუძელით. პროცედურა 6 თვეში შეგიძლიათ გაიმეოროთ.