ქაცვის საოცრად სასარგებლო თვისებები თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. გთავაზობთ რეცეპტებს

1459

ქაცვის საცორად სასარგებლო თვისებები თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. გთავაზობთ რეცეპტებს

ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზეც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

მისი ნაყოფი მდიდარია

პოლივიტამინებით; დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4%); ორგანული მჟავები (2,6%); ვიტამინები B1, B2, C, A, E, P; კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი, ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საფაღარათო საშუალებას

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ

დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს

მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის ცნობით, ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს

აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ

ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს.

გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.

ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთის მისაღებად გაჭლეტილ, წვენგამოწურულ მასას დაასხით ასეთივე რაოდენობით მზესუმზირის რაფინირებული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა). ნარევი შედგით ჰაერღუმელში წყლის აბაზანით და გააჩერეთ იქ 24 სთ-ის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურაზე

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა

ამ დროს სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი.

ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2% სოდის ხსნარი 1/4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ.

სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.

თმის ცვენა

ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება. 2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2-4 სთ-ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.

დალიეთ 150 მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია