სახლის სამკურნალო საშუალებები თვალის ქვეშ არსებული მუქი წრეების გასაქრობად!

966

სახლის სამკურნალო საშუალებები თვალის ქვეშ არსებული მუქი წრეების გასაქრობად!

ყველაფერი საკმაოდ მარტივია!

დღესდღეობით საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს მუქი წრეები თვალების ქვეშ. ეს მუქი წრეები კი შეიძლება განვითარდეს ადრეულ ასაკშივვე, თუმცა მათი გამოვლინება უფრო ხშირია ხანდაზმულებში. ასაკის მიუხედავად, მამაკაცებიც და ქალებიც თვლიან, რომ თვალებ ქვეშ არსებული ჩაშავებები მათ გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის და ისეთივე სრულყოფილად არ გამოიყურებიან, როგორც მის გარეშე.

ეს ხშირად მემკვიდრეობითი მდგომარეობაა. ასევე, მუქი წრეები ასაკთან ერთად უფრო და უფრო მკვეთრდება, რადგან კანი თხელდება და კარგავს კანქვეშა ცხიმს, რაც თავის მხრივ აჩენს კანქვეშ სისხლძარღვებს.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მრავალი სხვა ფაქტორიც შეიძლება იყოს “დამნაშავე” აღნიშნული პრობლემის წახალისების დროს. მაგალითად, როგორიცაა გადაჭარბებული მოწევა, არაადეკვატური ძილი, ცუდი დიეტა, გადაჭარბებული სასმელი, დაბინძურება და ალერგია.

მენსტრუაციის, ორსულობის ან მენოპაუზის დროს ჰორმონალურმა დისბალანსმა ასევე შეიძლება წვლილი შეიტანოს მუქი წრეების გაჩენაში.

თუმცა ამ ყველაფრისდა მიუხედავად რაღა თქმა უნდა არსებობს მრავალი სილამაზის პროდუქტი, რომელიც შექმნილია თვალების ქვეშ მუქი წრეების წარმოქმნის შესამცირებლად. მაგრამ ამ პროდუქტების უმეტესობა ძვირია და შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც შეიძლება საზიანოც კი იყოს ნაზი კანისთვის. მაშ, რატომ არ უნდა სცადოთ საშინაო საშუალებები? ბევრი ბუნებრივი საშუალება ამ პრობლემის ეფექტურად მოგვარების საშუალებას იძლევა.

სახლის საშუალებები თვალების ქვეშ მუქი წრეებისთვის

კიტრი:  კიტრს აქვს როგორც გამაგრილებელი, ასევე შემკვრელი თვისებები და ამიტომ ფართოდ გამოიყენება მუქი წრეების სამკურნალოდ. მათ შეუძლიათ კანის ფერის გაღიავება, სისხლის ნაკადის გაზრდა და შეშუპების შემცირება.

კიტრი დაჭერით სქელ ნაჭრებად და შედგით მაცივარში. შემდგომ დაიდეთ თითო კიტრი თითოეულ თვალზე 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ ადგილი თბილი წყლით. გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, რომ ნახოთ განსხვავება.

ასევე შეგიძლიათ: გახეხეთ პატარა კიტრი, გამოწურეთ წვენი და შედგით მაცივარში რამდენიმე წუთით. დაასველეთ ბამბის ბურთი წვენში და წაისვით თვალების ქვეშ. გააჩერეთ კანი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ ერთი კვირის განმავლობაში.

კარტოფილი: კარტოფილს აქვს ბუნებრივი მათეთრებელი თვისებები, რაც ხელს უწყობს მუქი წრეების გაღიავებას. მათ ასევე შეუძლიათ დაეხმარონ თვალების ირგვლივ შეშუპების მოცილებაში.

ორი კარტოფილი შედეთ მაცივარში ერთი საათის განმავლობაში.

შემდეგ გახეხეთ კარტოფილი, და მისგან წვენი გამოწურეთ. წვენში დაასველეთ ბამბის ბურთი და ძილის წინ წაისვით თვალების ირგვლივ. ასე გაიჩერეთ მთელი ღამით.

დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დაიცავით ეს საშუალებები ყოველდღიურად ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში .

Მწვანე ჩაი: ანტიოქსიდანტებითა და ტანინებით მდიდარი მწვანე ჩაი დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ თვალებ ქვეშ არსებული მუქი წრეებისგან. ჩაის ტანინები ასევე ამცირებს შეშუპებას.

აადუღეთ ორი მწვანე ჩაის პარკეტი ნახევარ ჭიქა წყალში 10 წუთის განმავლობაში.

ამოიღეთ ჩაის პაკეტები და შედგით მაცივარში ნახევარი საათით, შემდეგ დაიდეთ თვალებზე ცივი ჩაის პაკეტები დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

დადებითი შედეგის მისაღებად გამოიყენეთ ეს საშუალება დღეში ორჯერ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში.

Ნუშის ზეთი: ნუშის ზეთი ასევე ძალიან ეფექტურია თვალების გარშემო კანის ფერის გასანათებლად. მკვებავი ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ნუშის ზეთს შეუძლია შეავსოს და გაახალგაზრდავოს ნაზი კანი და შეინარჩუნოს იგი დატენიანებულ მდგომარეობაში.

ძილის წინ ნაზად შეიზილეთ ხუთი ან ექვსი წვეთი ნუშის ზეთი თვალების ქვეშ ნაზ კანზე. გაიჩერეთ მთელი ღამით და მეორე დილით ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გამოიყენეთ ეს საშუალება ყოველდღიურად, სანამ მუქი წრეები თითქმის მთლიანად არ გაქრება.

ალტერნატიულად, შეურიეთ ხუთი ან ექვსი წვეთი ნუშის ზეთი ერთ სუფრის კოვზ უმ თაფლს. ძილის წინ წაისვით კანზე თვალების ქვეშ. დატოვე მთელი ღამე და დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ყოველდღიურად, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.

სცადეთ ეს მარტივი სახლის საშუალებები თვალების ქვეშ მუქი წრეების მოსაშორებლად თქვენ არ დაგჭირდებათ ზედმეტი ფულის დახარჯვა და არც უნდა ინერვიულოთ არასასურველ გვერდით ეფექტებზე!.

Facebook კომენტარები