ჰერპესთან ბრძოლის ბუნებრივი გზები!

247

ჰერპესთან ბრძოლის ბუნებრივი გზები!

სამწუხაროდ, ჰერპესისგან დაზღვეული არავინაა…

ჰერპესი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი ვლინდება გამჭვირვალე შიგთავსით სავსე პატარა ბუშტების კანზე და ლორწოვანზე დამახასიათებელი გამონაყარის სახით. ამ მზაკვრული დაავადების მიზეზი არის გადამდები ვირუსი, რომელიც გადაეცემა ავადმყოფი ადამიანებიდან ჯანმრთელ ადამიანებზე.

სამწუხაროდ, ჰერპესისგან დაზღვეული არავინაა… ამ სტატიაში მოგიყვებით იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ჰერპესი, როგორაა შესაძლებელი ამ უსიამოვნო დაავადების თავიდან აცილება და, რაც მთავარია, როგორ გავუმკლავდეთ მას.

იპოვნეთ ჰერპესის მიზეზი

ამ დაავადების მატარებელ ბევრ ადამიანში ჰერპესი დროდადრო ისევ და ისევ ჩნდება… თუმცა, საინტერესოა, რომ, მაგალითად, ეს პრობლემა მათი ახლობლების გვერდის ავლით ხდება, ინფექციის გადამტანთან მუდმივი კონტაქტის მიუხედავად. ეს მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: ადამიანის ორგანიზმში ეს ვირუსი მიძინებულ მდგომარეობაშია და სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი დროულად გავარკვიოთ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მის გამოვლინებაზე თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში. სტრესი, ძალიან ძლიერი დაღლილობა… შემდეგ ჯერზე ასეთ სიტუაციებში აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ საჭიროა ორგანიზმის დამცავი სისტემის გაძლიერება, ჰერპესი კი გვერდს აუვლის ამ ყველაფერს.

საკვები, რომელიც ხელს უწყობს ჰერპესის გაჩენას

არსებობს მთელი რიგი საკვები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაციება ზოგიერთ ადამიანში.ხოლო თუ ამჩნევთ, რომ ეს თქვენი შემთხვევაა ან გაქვთ ჰერპესის პირველივე ნიშნები, გირჩევთ, რომ რაციონიდან გამორიცხოთ ეს პროდუქტები:

– ჩირი: ნუში, არაქისი, კეშიუ, თხილი
– ქოქოსი
– სეზამის თესლი
– ხორბლის ყლორტები
– შოკოლადი, ჟელე

პირიქით, არსებობს პროდუქტები, რომლებიც რეკომენდირებულია მიიღოთ ჰერპესის გამოჩენისთანავე:

– ლუდის საფუარი
– ზღვის მცენარეები
– კარტოფილი
– კვერცხები
– თევზი

ჩვენ ვაძლიერებთ იმუნიტეტს!

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰერპესი გამომწვევი ვირუსია. როგორ შეგიძლია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა? – იმუნიტეტის ამაღლება! ორგანიზმის დამცავი სისტემის გასაძლიერებლად გირჩევთ მიმართოთ შემდეგ ბუნებრივ საშუალებებსა და კომპონენტებს:

ექინაცეა: მრავალწლიანი სამკურნალო მცენარე, რომელიც ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ექინაცეას ნაყენი შეუცვლელი პრეპარატია იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. შეგიძლიათ შეიძინოთ იგი აფთიაქში ან თავად მოამზადოთ. გირჩევთ, ექინეცეა მიიღოთ არა უმეტეს ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ კი შეისვენოთ.

პროპოლისი: საოცარი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ეხმარება ჰერპესთან ბრძოლაში. ჰერპესის პირველი სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია ყოველ საათში ხუთი წვეთი პროპოლისის მიღება და ასევე მცირე რაოდენობით გამონაყარზე დაწვეთება შეხორცების დასაჩქარებლად.

ვიტამინი C: უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, ის ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის დასაცავად.

თუთია: ეს ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტი ხელს უშლის ვირუსის რეპროდუქციას უჯრედებში.

ეთერზეთები:

ეთერზეთებს აქვთ ანტიმიკრობული თვისებები, რაც მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ ჰერპესის სამკურნალოდ.

გირჩევთ, გადახედოთ ზოგიერთ მათგანს:

კამფორის ზეთი: ეს შეიძლება პირდაპირ გამონაყარზე წაისვათ. ეს პროდუქტი შესანიშნავია ყველა სახის ინფექციასთან საბრძოლველად.

ჩაის ხის ზეთი: ესაა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეთერზეთი კანის სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაში. ჰერპესისთვის რეკომენდებულია ამ პროდუქტის წვეთი წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე.

ეთერზეთი “ნაიოლი”: ასევე ეფექტურად ებრძვის ჰერპესს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი პირდაპირ გამონაყარზე გამოყენება შეუძლებელია. ჯერ უნდა შეურიოთ ერთ-ერთ ამ ინგრედიენტს: ფუტკრის ცვილს, მცენარეულ ზეთს (სეზამი, ზეითუნის, ნუშის, ქოქოსის და ა.შ.) ან ალოე ვერას გელს.

ეთერზეთები დაზიანებულ ადგილზე დღეში რამდენჯერმე გამოიყენება.

გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი:

ამ ექსტრაქტმა დაამტკიცა თავისი საოცარი უნარი, შეაჩეროს მრავალი მავნე ბაქტერია, სოკო, ვირუსი და პარაზიტი. ის ასევე მდიდარია C ვიტამინით.

ჩვენ გირჩევთ ამ ექსტრაქტის ხუთი წვეთი შეურიოთ მცენარეული გლიცერინის ორმოცდაათ წვეთს და მიღებული ხსნარი წაისვით ჰერპესზე დღეში 2-3-ჯერ.

ტუჩის მოვლის რამდენიმე რჩევა:

ასევე მნიშვნელოვანია ტუჩების მოვლა და ეს უნდა გაკეთდეს მთელი წლის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ ტუჩების დატენიანება ჰიგიენური პომადით… დროდადრო გაიკეთეთ სპეციალური რბილი პილინგი: შეურიეთ მცირე რაოდენობით ზეთი შაქარს და ნაზად შეიზილეთ ტუჩები, შემდეგ ჩამოიბანეთ უამრავი წყლით.

Facebook კომენტარები