ტრადიციული მედიცინა გვირჩევს – ვარჯიშებს და რეცეპტებს ხერხემლის ტკივილის შესამსუბუქებლად!

340

ტრადიციული მედიცინა გვირჩევს – ვარჯიშებს და რეცეპტებს ხერხემლის ტკივილის შესამსუბუქებლად!

ხერხემლის მალებს შორის არის დისკები, რომელთა წყალობით ხერხემალი მოძრაობს. თუმცა დღევანდელ რეალობაში არსებულმა უმოძრაო ცხოვრების წესმა, სიმძიმის ხშირმა აწევამ ან რაიმე სახის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკების გადაადგილება, რაც თავის მხრივ იწვევს დაავადებას, როგორიცაა თიაქარი, რომელიც ხერხემლის ტკივილის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, თუმცა რაღა თქმა უნდა არა ერთადერთი. ის შეიძლება განვითარდეს ხერხემლის ნებისმიერ ნაწილში.

ამ დაავადების მკურნალობა შესაძლებელია როგორც ქირურგიული ჩარევით, ასევე კონსერვატიული მეთოდებით. ეს უკანასკნელი მოიცავს სამკურნალო მეთოდს, აკუპუნქტურას, მასაჟებს, ასევე თერაპიულ ვარჯიშებს. ამ სტატიაში სწორედ ამ უკანასკენელის შესახებ გვსურს მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.

ხერხემლის ვარჯიშებით მკურნალობა ყველაზე უსაფრთხო გზაა, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ ოპერაციის გაკეთება. ვინაიდან ამ დაავადების მთავარი სიმპტომია ტკივილი, უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიოთერაპიული ვარჯიშები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ტკივილის გაქრობის შემდეგ.

დაწექით ზურგზე და მუხლები მოკეცეთ და ხელებით მოხვიეთ მჭიდროდ, შემდეგ ისე იმოძრავეთ თითქოს ტალღებზე ნავით ირყევით, კუდუსუნიდან კისერამდე – შეძლებისდაგვარად. ეს მეთოდი ძალიან კარგად ეხმარება ოსტეოქონდროზს და ხერხემლის ზოგად ტკივილს. თუ ვარჯიშს რეგულარულად აკეთებთ, მაშინ შედეგი შესანიშნავია, ისევე როგორც ხელებზე დაკიდება ჭიმავს ხერხემლს.

ხერხემლის ტკივილის სამკურნალო ხალხური რეცეპტი – მცენარე ბეგქონდარას მტვრის აბაზანები:

არსებობს ტრადიციული მედიცინის რეცეპტი – თქვენ უნდა მოამზადოთ 0,5 კგ ბეგქონდარას მტვრის ნახარში, ადუღოთ 30 წუთის განმავლობაში, შემდგომ დააყოვნეთ იგივე დრო და დაამატეთ აბაზანაში, რომელსაც მიიღებთ 20-30 წუთი. ეს კარგი საშუალებაა სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების დროს. გამოიყენეთ ხერხემლის ტკივილის სამკურნალოდ.

ხერხემლის ტკივილის სამკურნალოდ ხალხური საშუალება – აბაზანა ვერხვის ქერქის/ტოტების ნახარშისგან:

200-300 გ ვერხვის ქერქი ან ვერხვის ტოტები ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში წყალში, შემდგომ უკვე დატოვეთ ამდენივე დრო გასაცივებლად და დაამატეთ აბაზანაში, რომელიც უნდა მიიღოთ 20-30 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ ეს მეთოდი ყოველი აბაზანის მიღებისას ხერხემლის ტკივილის სამკურნალოდ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები