როგრო გავიქროთ ჭორფლები? გამოიყენეთ ეს ხალხური მეთოდები

1678

როგრო გავიქროთ ჭორფლები? გამოიყენეთ ეს ხალხური მეთოდები

გაზაფხულსა და ზაფხულში მზის სხივების მოქმედების შედეგად კანის პიგმენტის სწრაფი კერობრივი განლაგებით წარმოიქმნება ჭორფლი, რომელიც შემოდგომასა და ზამთარში უფერულდება და ზოგჯერ ქრება კიდეც.

ჭორფლი სხვადასხვა ფორმისა (მრგვალი, ოვალური, უსწორმასწორო) და ფერისაა (ყვითელი, ყავისფერი, ღია ყავისფერი).

ჭორფლი ჩნდება ბავშვობისა და ახალგაზრდობის ასაკში, ხანდაზმულობაშ ქრება. ორფლი უმეტესად ქერა და წითურ ადამიანებს აყრია სხეულის ღია ნაწილზე (სახეზე, კისერზე, ხელებზე), რომლებიც მზის სხივების ძლიერ ზეგავლენას განიცდიან. ჭორფლისადმი მიდრეკილ ადამიანებს ის ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზეც აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჭორფლი უფრო და უფრო მოდური ხდება, მაინც არიან ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც იგი არ მოსწონთ და დისკომფორტს უქმნის. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ რამოდენიმე ხალხური მეთოდი, რომელიც უკვე ნაცადია და საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება.

ხახვის წვენი

გაიწმინდეთ ჭორფლიანი ადგილები ახალი ხახვის წვენით. გამოწურეთ ხახვი და დაიდეთ მის წვენში ჩალბობილი მარლა. გაიჩერეთ 5 წუთი. გჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდგიურადჭორფლის გაქრობამდე.

კიტრის წვენი

ძალიან კარგი საშუალებაა ჭორფლების გასაუფერულებლად. აიღეთ 1 ცალი ახალი კიტრი. გახეხეთ წვრილად და შემდეგ გამოწურეთ მარლის დახმარებით. მიღებული წვენი შევიზილოთ დაჭორფლილ ადგილებში 2-3-ჯერ დღეში 2 კვირის მანძილზე.

ლიმონის წვენი

მოგეხსენებათ ლიმონის სასწაულებრივ ეფექტებზე. მისი ასევე გამორჩეული თვისებაა ჭორფლის ლაქების გაფერმკრთალება და გაქრობა.

გამოწურეთ 1 ცალი ლიმონი.მისი წვენი დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მისი გამოყენება დასაშვებია კვირაში 3-4-ჯერ.

შვრიის სკრაბი

წვრილ ნაწილებად დააქუცმაცეთ შვრია. დაუმატეთ ცოტა წყალი და მიღებული მასით დაიმუშავეთ სახე. დაიზილეთ კარგად ჭორფლიანი ადგილები. მისი გამოყენება შეგიძლიათ ყოვე დილით და საღამოს ძილის წინ. შედეგით გაოცდებით.

ვაზის ცრემლები

გაზაფხულზე, როდესაც იწყება ვაზის გასხვლა, მის მოჭრილი თავებიდან ვაზი იწყებს სითხის გამოდინებას. სწორედ ეს სითხე უნდა დაიბანოთ დაჭორფლილ კანზე.

შავი ღვინო 

აიღეთ 2 ს/კ შავი ღვინო და დაუმატეთ 1 ს/კ ხორბლის ფქვილი. მიღებული მასა გაინაწილეთ სახეზე. იგი ეხმარება დაჭორფლილ სახეს ფერის გაღიავებაში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია