ამ ვირუსულ სეზონზე დროა აიმაღლოთ და გაიძლიეროთ იმუნიტეტი!

444

ამ ვირუსულ სეზონზე დროა აიმაღლოთ და გაიძლიეროთ იმუნიტეტი!

იმის ახსნას აღარ დავიწყებ, რომ ვიტამინების მიღება და ორგანიზმის გაჯანსაღება წლის ნებისმიერ დროს ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა გაზაფხულზე როდესაც ვირუსები იღვიძებს და განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია მათი გავრცელებისთვის, ნამდვილად დროული იქნება თუ საკუთარ იმუნიტეტს აიმაღლებთ და გაიძლიერებთ!

ამ მიზნით ზოგი სააფთიაქო საშუალებებს მიმართავს ზოგსაც კი ბუნებრივი საშუალებები ურჩევნია

ხოლო თუ თქვენც ამ უკანსაკნელს ემხრობით, მაშინ ნამდვილად ღირს სტატიას სრულფასოვნად გაეცნოთ, რადგან აქ გაგაცნობთ ერთ ერთ ყველაზე ძლიერ და ეფექტურ ბუნებრივ საშუალებას

ყველამ კარგად ვიცით C ვიტამინის შესახებ, რომელიც დიდი რაოდენობითაა ლიმონში. მაგრამ, რადგან ლიმონის პირდაპირ ჭამა ცოტა რთულია, ამიტომ გთავაზობთ იდეალურ გამოსავალს – ლიმონის ჯემს.

ესაა სამკურნალო საშუალება, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ ნამცხვრებში და სხვა დესერტებში. მიირთვათ ჩაისთან. შეგიძლიათ პურთან ერთად და უბრალოდ კოვზით მიირთვათ.

ლიმონის ჯემის გემო არც თუ ისე ტკბილია, მისი არომატი კი აღგაფრთოვანებთ. ეს ჯემი დაგეხმარებათ იმუნიტეტის ამაღლებაში.

ჯემში შემავალი ინგრედიენტები:

  • ლიმონი 1 კგ.
  • შაქარი 1,5 კგ
  • წყალი 400 მლ.

მომზდების წესი:

კარგად გარეცხილი ლიმონი: 20 წუთის განმავლობაში მოათავსეთ მდუღარე წყალში. შემდეგ, ცივ წყალში გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ამოიღეთ თესლი.

სიროფის მომზადების წესი:

კარგად გახსენით წყალი და შაქარი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ, მასში მოათავსეთ დაჭრილი ლიმონის ნაჭრები და კვლავ წამოადუღეთ, შემდეგ გააციეთ. გაციებული მურაბა კვლავ დადგით ცეცხლზე, მიიყვნეთ ადუღებამდე.

და ბოლოს:

მიღებული მასა ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.

არომატული გემოს ლიმონის ჯემი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ წარმოუდგენლად სასარგებლოა, რადგან მასში შემავალი C ვიტამინი იცავს ჩვენს იმუნიტეტს და ორგანიზმს უნარჩუნებს კარგ ფორმას.

უფრო დაწვრილებით გაეცანით ლიმონის სასარგებლო თვისებებს:

ლიმონის ნაყოფი მდიდარია ტუტე ელემენტებით, ასევე შეიცავს 8%-მდე ორგანულ მჟავებს (ძირითადად, ლიმონმჟავას), 3%-მდე შაქრებს, აზოტურ ნივთიერებებს, მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა შორისაა კალიუმი და სპილენძი, ვიტამინებს А, В, Р, С, ფიტონციდებსა და სხვ.

ნაყოფის კანი და ფოთოლი ეთერზეთებს შეიცავს. ახლადგამოწურული ლიმონის წვენი მდიდარია С ვიტამინით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხნით მისი შენახვისას ამ ვიტამინის დიდი რაოდენობა ჰაერის ზემოქმედებით ირღვევა. ლიმონი შეიცავს Р ვიტამინებს. თუ ორგანიზმს ეს ვიტამინი აკლია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის შეშუპება ან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, ტკივილი ფეხებში, მალე დაღლა, ზოგადი სისუსტე.

ლიმონში არსებულ პექტინურ ნივთიერებებს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნის უნარი აქვს.

ხალხურ მედიცინაში ლიმონი გამოიყენება ცინგის (სურავანდი), სიყვითლის, წყალმანკის, თირკმელების დაავადების, ფილტვის ტუბერკულიოზის, კუჭის კატარების, ჰემოროის, მწვავე რევმატიზმის, პოდაგრის, წელკავისა და ძვლებში ტეხის შეგრძნების დროს.

ლიმონი ფართოდ გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს, როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალება.

ის არა მარტო დადებითად მოქმედებს ზოგადად ორგანიზმზე, არამედ განგაშის შეგრძნებისა და დეპრესიის დაძლევაში გვეხმარება. ლიმონის ხეებს სპეციალურად რგავენ ელიტურ რესტორნებთან, რადგან ის კლიენტს ეხმარება, თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია