ისწავლეთ როგორ მოამზადოთ ეს საშინაო ფხვნილი: გახადეთ თქვენი ტანსაცმელი მეტად თეთრი და ბზინვარე, თან შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა!
დაივიწყეთ ქიმიკატებით სავსე სარეცხი ფხვნილები, რომლებიც ასეთი მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის!
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს, გავრეცხოთ ჩვენი თეთრი ტანსაცმელი ისე, რომ ისინი ისეთივე უნაკლო იყოს, როგორც შეძენის პირველივე დღეს.
თეთრი ტანსაცმლის გასათეთრებლად ვიყენებთ მათეთრებელ საშუალებებს, როგორიცაა ქლორი ან სხვა პროდუქტები, მაგრამ ეს აზიანებს როგორც ტანსაცმელს ასევე ჩვენს ჯანმრთელობასაც და ასევე აძლევს მათ მოყვითალო ფერს. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ დავწერეთ ეს სტატია, რათა გასწავლოთ ბუნებრივი და ხელნაკეთი მათეთრებელი საშუალება, რომელიც ქლორზე უფრო ეფექტურია.
ინგრედიენტები:
ლიმონი და მარილი:
თუ არ იცოდით, ლიმონის წვენს აქვს უნარი გაათეთროს ტანსაცმელი და მოაცილოს ყვითელი ლაქები ოფლისა და ანტიპერსპირანტის გამოყენებისგან.
ამ გაუფერულების მოსამზადებლად, ჩვენ გვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ლიტრი წყალი.
- ორი ლიმონის წვენი.
- 125 გრ მარილი.
- ნეიტრალური საპონი, საჭირო რაოდენობით.
მომზადების მეთოდი:
- კონტეინერში, რომელიც შესაფერისია ტანსაცმლის ყველა ნივთისთვის, რომლის გათეთრებაც გსურთ, წყალში უნდა ჩაყაროთ ლიმონის წვენი, მარილი და ნეიტრალური საპონი. ყველა ინგრედიენტი კარგად უნდა აურიოთ.
- შემდეგ ტანსაცმელი ისე უნდა მოათავსოთ, რომ წყალმა მთლიანად დაფაროს და ნარევი დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში იმოქმედებს. ბოლოს ტანსაცმელი ამოიღეთ. ტანსაცმელი გარეცხეთ გამდინარე წყლით და გაამშრალეთ მზის ქვეშ.
- სოდა
რა თქმა უნდა, თქვენ არ იცოდით, რომ საცხობი სოდა ასევე ეფექტურად მოქმედებს მათეთრებელი ეფექტით.
მოსამზადებლად, ჩვენ გვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი საცხობი სოდა.
- 2 ლიტრი წყალი.
- ნაკლებად მავნე სარეცხის ფხვნილი
მომზადების მეთოდი: უნდა აურიოთ ინგრედიენტები და ამ ნარევში მოათავსოთ ტანსაცმელი. ნარევი 20 წუთის განმავლობაში უნდა გააჩეროთ მასში და შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხოთ.
ვაშლის ძმარი:
ესაა კიდევ ერთი ძველი ფორმულა, რომელსაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ. ძმარი იდეალურია ყვითელი ლაქების მოსაშორებლად, ასევე სუნის მოსაშორებლადაც. ამ სიტუაციისთვის, ჩვენ გამოვიყენებთ მას, როგორც სამრეცხაო მათეთრებელს. ერთადერთი, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ არის ვაშლის სიდრი ძმარი.
მომზადების მეთოდი: ტანსაცმელს რომელზეც არასასურველი ლაქებია უნდა დაასხათ ძმარი და გააჩეროთ ასე 15 წუთი. შემდგგომ გარეცხეთ გამდინარე წყლით, რადგან ძმარს ძალიან ძლიერი სუნი აქვს.