საშუალება, რომელიც მკურნალობს დიაბეტს და გეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში!

260

საშუალება, რომელიც მკურნალობს დიაბეტს და გეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში!

აუცილებლად გადახედეთ თქვენს საკვებ რაციონს!

კეტოგენური დიეტა ფოკუსირებულია ჯანსაღი ცხიმების, დაბალი ნახშირწყლებისა და ცილების მიღებაზე. ჩვეულებრივ, ესაა 75 პროცენტი ცხიმი, 5 პროცენტი ნახშირწყლები და 20 პროცენტი ცილა. თუმცა, ეს რიცხვები განსხვავდება თქვენი დიეტოლოგის ან ექიმის რეკომენდაციებისდა მიხედვით.

კეტოგენური დიეტის მიზანია ნახშირწყლებისა და შაქრის მოხმარების მინიმუმამდე შემცირება, რაც საშუალებას აძლევს სხეულს შევიდეს მეტაბოლურ მდგომარეობაში, რომელიც ცნობილია როგორც კეტოზი. კეტოზის დროს სხეული წვავს ცხიმს ენერგიისთვის, და არა გლუკოზას.

რატომ იყენებენ დაავადებების დროს კეტოგენურ დიეტას:

კეტოგენური დიეტის მიღმა არსებული თეორია არის ის, რომ დაავადებულ უჯრედებს სჭირდებათ გლუკოზა არსებობისთვის. ვინაიდან მეტაბოლიზმის დროს ნახშირწყლები გლუკოზად გარდაიქმნება, სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება შეზღუდული შაქრისა და ნახშირწყლების საშუალებით დაავადებულ უჯრედებს ართმევს ენერგიის წყაროს. ანუ ისინი შიმშილით მოკვდებიან!

კეტოგენური დიეტის დამატებითი სარგებელი:

კეტოგენური დიეტა ხელს უწყობს ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებას და ანთების შემცირებას. ის ასევე გამოიყენება კარგი ქოლესტერინის ასამაღლებლად, HDL ქოლესტერინის შესამცირებლად, კრუნჩხვების მართვისა და II ტიპის დიაბეტით დაავადებულთა დასახმარებლად.

როგორც ნებისმიერი დიეტის დროს, სამედიცინო პირობების მქონე ადამიანებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, რათა დააკვირდნენ მათ მდგომარეობას და განახორციელონ ნებისმიერი კორექტირება, საჭიროებისამებრ, მათი დიეტის ან მკურნალობის საფუძველზე.

რა საკვები შედის კეტოგენურ დიეტაში?

ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა:

- ზეითუნის ზეთი
- ქოქოსის ზეთი
- ავოკადო

დაბალი ნახშირწყლების ბოსტნეული, როგორიცაა:

- ნიახური
- მწვანილი
- ყვავილოვანი კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო, ასპარაგუსი
- ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი

პროტეინი:

ველური თევზი და ზღვის პროდუქტები, საქონლის ხორცი, ფერმენტირებული რძის პროდუქტები

კეტოგენური დიეტა შეიძლება სასარგებლო იყოს:

ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის, ნეიროდეგენერაციული პირობების (ალცჰეიმერის დაავადება, დემენცია, პარკინსონის დაავადება) დროს

ასევე კრუნჩხვების, მჟავა რეფლუქსის, ქრონიკული ტკივილის და გულის დაავადებების დროსაც

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია